მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში

ჯანდაცვის მინისტრი ზუგდიდში

Published on

გუშინ ზუგდიდში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფდებოდა. მასთან ერთად ჩამოვიდნენ მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა.

მინისტრმა  დაათვალიერა რუხის  მრავალაპროფილიანი საავადმყოფოს   მშებებლობა და გამართა შეხვედრა   რეგიონის მედიცინის მუშაკებთან. შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე  ვალერი კვარაცხელია და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი  ლევან შონია.  

მინისტრმა ისაუბრა ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა  პირველადი ჯანდაცვის სისტემის შექმნის მნიშვნელობაზე  და  სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესაბამის პროგრამაზე. 

დავით სერგეენკო შეეხო რუხში მშენებარე  ჰოსპიტალს , რომელიც ჩაფიქრებულია როგორც   ულტრათანამედროვე აპარატურით აღჭურვილი უმაღლესი სტანდარტების საავადმყოფო  და მშენებლობის  დასრულების შემდეგ მოემსახურება როგორც რეგიონის, ისე   ოკუპირებული  აფხაზეთის მოსახლეობას.   

შეხვედრაზე მინისტრმა  უპასუხა მედიცინის მუშაკების შეკითხვებს, რომელიც ეხებოდა სისტერმაში მიმდინარე და მოსალოდნელ ცვლილებებს, სამედიცინო დაწესებულებების პერსპექტივებს, მათი პროფესიული და საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრის ხედვებს სამინისტროს მხრიდან.  თავის მხრივ მინისტრმა მიიღო ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებებისა და მედპესონალკის საჭიროებების შესახებ და დახმარება აღუთქვა მათ. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებსაც. ერთერთი კომენტარი ეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის  ახლად დანიშნული ხელმძღვანელის შერჩევის კრიტერიუმებს. 

„მათი მუშაობა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ არის, თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ესა თუ ის ადამიანი  ვერ ან არ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. იდეალური ადამიანის მოძებნა ძნელია, პირველი არის პროფესიონალიზმი. რამდენად სწორად, კარგად და კვალიფიციურად ასრულებს ესა თუ ის ადამიანი თავის საქმეს“, – განაცხადა მინისტრმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...