მთავარისიახლეებისაზოგადოება9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და...

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება

Published on

9 ნოემბრიდან თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში კერძო და  საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება.

ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში ორშაბათიდან შეჩერებული იქნება როგორც კერძო, ასევე მუნიციპალური საბავშვო ბაღების ფუნქციონირება.

იმავე ქალაქებში მუნიციპალიტეტებთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ მათ მიერ აქტიურად იქნას შემოტანილი გარკვეული ღონისძიებები, რათა უშუალოდ მუნიციპალურ ტრანსპორტში შეიზღუდოს ადამიანების რაოდენობა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დღის საათებში მუნიციპალური ტრანსპორტის რაოდენობა ან გადაადგილება იქნება შეზღუდული. ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებში ნაკლები ადამიანის გადაადგილებაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სიახლეები

მარკ რუტე – უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს

უკრაინას მეტი სჭირდება, რადგან დახმარების დაპირება ომს არ წყვეტს - ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ...

“ოცნება” ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება

"ვადამდელი არჩევნები არ იქნება" - ასე პასუხობენ "ოცნებაში" კითხვას, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან მორიგ...

„TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შექმნის – ეკონომისტი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მიერ „TV იმედისა“ და „პოსტ TV“-ს დასანქცირება კომპანიებისთვის...

ზურაბიშვილი- 4 წლის შემდეგაც, რუსეთმა უკრაინის მუხლებზე დაჩოქება ვერ მოახერხა

ძვირფასო ვოლოდიმირ, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მინდა, ამ დღეს, 24 თებერვალს, თქვენთან ერთად გავიზიარო ეს...