რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 477 ნიმუშებიდან 138 ზე დადებითი პასუხია. აქედან 93 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, 12 შემთხვევაა მესტიაში, 10 შემთხვევა ჩხოროწყუში, 8 შემთხვევა სენაკში, 7 ფოთში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა წალენჯიხაში, 1 ხობში და 1 შემთხვევა აბაშაში. ასევე არის 2 უცხო ქვეყნის ინფიცირებული მოქალაქე, რომელთა ნიმუშებიც ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გაიტესტა. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 161 კოვიდ პაციენტი, აქედან 49-ის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 1 მძიმე. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 108. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 140 ადამიანი.
სამეგრელოში კორონავირუსი 138 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 93 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში
Published on