მთავარისიახლეებისაზოგადოებაისნის საოლქო კომისიასთან დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ისნის საოლქო კომისიასთან დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

Published on

წუხელ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ენმ-ს ოპოზიციის ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, მას ფიზიკური შეურაცხყოფა თავად კომისიის თავმჯდომარემ მიაყენა:
“ერთი არის ჩვენი დამკვირვებელი, რომლზეც ფიზიკურად იძალადეს, მათ შორი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თნამშემწემ, რომელიც შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ ჯერ არ ვიცით დააკავეს თუ არ დააკავეს. ეს ადამიანი არის მძიმე მდგომარეობაში. მეორეზე პოლიციამ იძალადა მხარი აქვს ამოგდებული, დაბეჟილოვ აქვს”, – აცხადებს ხატია დეკანოძე.

შეგახსენებთ, რომ ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც კომისიის შემაჯამებელ ხსდომას ესწრებოდნენ, შენობა პროტესტის ნიშნად დატოვეს და განაცხადეს, რომ კომისიამ განუხილველად დატოვა ოპოზიციის ყველა საჩივარი, ხოლო ყველა სადაო ოქმი “ოცნების” სასარგებლოდ შესწორდა

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...