მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას, მთლიანად საქართველოს...

მიხეილ სააკაშვილი: როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას, მთლიანად საქართველოს მხარეს დადგება

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტვ პირველის ეთერშიასუხობს კითხვას, რატომ არ აკეთებს საერთაშორისო საზოგადოებს უფრო კრიტიკულ განცხადებებს ჩვენს არჩევნებთან დაკავშირებით

,,საერთაშორისო თანამეგობრობა გეუბნება – თუ თქვენ ყირგიზებზე უარესი ხალხი ხართ, თუ სომხებზე უარესი ხალხი ხართ, თუ ბელარუსებზე უარესი ხალხი ხართ, თუ 2003 წლის ქართველებზე უარესი ხალხი ხართ, თუ თქვენ უკრაინაზე უარესი ხალხი ხართ, მაშინ არ იმსახურებთ და ასეთი ერი, რომელიც არ იმსახურებს თავისუფლებას, მსოფლიოში ბევრია. სულ ფეხებზე არ ჰკიდია საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველო, თუ თვითონ ქართველმა ხალხმა არ ამოიღო ხმა.

გეუბნებით მწარე სიმართლეს, მაგრამ ასეა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა დაინახავს ქუჩაში გამოსულ უზარმაზარ მასას, მთლიანად საქართველოს მხარეს დადგება. დანარჩენი, პარლამენტში რამდენი პროცენტი იქნება, რაღაც ფორმალობები, ეს საერთოდ არავის აინტერესებს. არავინ არ მოგვაქცევს ყურადღებას, თუ არ დაინახეს, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ჩვენ ვცემთ პასუხს და ვმოქმედებთ მყისიერად, ჩვენ გვაქვს ღირსება და გვაქვს თავმოყვარეობა, გვაქვს უნარი ძალიან სწრაფი რეაქციისა და პასუხის გაცემის…” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...