მთავარისიახლეებისაზოგადოებაწმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ

Published on

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში ჩარტერული რეისით დღეს, 23:30 საათზე ჩამოიტანენ. 
 
„პილიგრიმ ტურსის“ დამფუძნებლის  ლაშა ჟვანია ამ დროისათვის საქართველოდან ჩასულ სხვა მორწმუნეებთან ერთად იერუსალიმში,  უფლის აღდგომის ტაძართან  იმყოფება და წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. 
მისი თქმით,  ტაძარში და მის მისადგომებთან უამრავი მორწმუნეა შეკრებილი, ტაძარში სადაც მხოლოდ 3-4 ათასი მომლოცველი ეტევა, საქართველოდან ჩასული 100 მომლოცველიც რომ მოხვდეს,  ძალიან ბევრია.
 
მან აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლის გადმოსვლისას ტრადიციულად სხვადასხვა ქრისტიანული რელიგიის წარმომადგენლების სიმრავლეს გაუსვა ხაზი. „ტაძარში  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მართმადიდებლებთან ერთად იერუსალიმში სხვა ქრისტიანული სარწმუნეობის მომლოცველებიც ჩადიან. მაგალითად, კოპტები, რომლებიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პრაქტიკულად დევნასა და შევიწროებაში იმყოფებიან. ბევრი მოწამებრივი სიკვდილით კვდება. პილიგრიმობაზე იერუსალიმში ძალიან ბევრი კოპტი ჩადის. მაგალითად, წელს 10 ათასამდე კოპტია ჩასული. 
 
 ლაშა ჟვანიას თქმით, ქართველ მორწმუნეებს და სახელდობრ ცეცხლის ჩამოსატანად წასული ჯგუფის   წევრებს ისრაელის საზღვარზე შესვლისას პრობლემები არ შექმნიათ.
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...