მთავარისიახლეებიხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

Published on

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პერიმეტრზე საპოლიციო ძალებია მობილიზებული.
უახლოეს წუთებში პენიტენციური სამსახურის უფროსი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას მკურნალ ექიმებს შეხვდება. სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვევა, გადაიყვანენ თუ არა „დროას“ ლიდერს სამოქალაქო კლინიკაში.
ხელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი ამბობს, რომ უკანონო პატიმრობასი მყოფადმიანებს, მეტრადრე მათ, ვისაც ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევები აქვთ, აუცილებლად უნდა მიეცეთ სრულფასოვნად მკურნალობის საშუალება.
ადამიანები, რომლებიც უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან და მითუფრო, რომ აქვთ ჯანმრთელობის ძალიან სერიოზული გამოწვევები, მათ უნდა მიეცეთ მკურნალობის ელემენტარული საშუალება, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ პენიტენციური დაწესებულება მხედველობაში მიიღებს ელენე ხოშტარიას გარშემო არსებულ ამ ვითარება და მოთხოვნებს ექიმებისა, უფლებადამცველებისას და მიეცემა მა სრულყოფილად მკურნალობის საშუალება, – ამბობს ელოვნებათმცოდნე დეა მეტრეველი.
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ელენეს შემთხვევაში საზოგადოებრივი ხმაური მნივნელოვანია, რადგან თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საკუთარ ჯანმრთელობაზე საუბარსს არ დაიყებს.
მე მგონია, რომ ელენეზე განსაკუთრებით უნდა ვიხმაუროთ, იმიტომ, რომ ელენე თვითონ არასდროს მოითხოვს გადაყვანას, არასდროს მოითხოვს დახმარება, პირიქით, მაქსიმალურად შეეცდება, ვინც კი ელენეს იცნობს, დამეთხმება, რომ მისი საკითხი აღარ გახდეს წინ გადმოსული თემა და აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიხმაუროთ უფრო მეტად, ვიდრე ნებისმიერ სხვაზე ვიხმაურებდით. ჩვენ გვინახავს კონკრეტული მაგალითები, მაგალითად ნინო დათაშვილზე, როდესაც სწორად მოხდა საზოგადოებისთვის მიწოდება, მერე ჩართულობა აზოგადოების ამ თემაში, რეაგირებაც შესაბამისი იყო. ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ ელენეზე, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...

შსს – უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო...