მთავარისიახლეებისაზოგადოებაგვაქვს ძალიან ბევრი ეჭვი - NGO-ები შედეგების გადათვლას ითხოვენ

გვაქვს ძალიან ბევრი ეჭვი – NGO-ები შედეგების გადათვლას ითხოვენ

Published on

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო ოქმებში დაფიქსირებულ უზუსტობებსა და მონაცემების გადათვლის ხელახალ საჭიროებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ნეიტრალურმა დამკვირვებლებმა საარჩევნო დღეს დააფიქსირეს ე.წ.”კარუსელი”, გადაწერილი და გაყალბებული ოქმები, დისბალანსი.

“შედეგების გადათვლა საჭიროა და ის გამჭვირვალედ უნდა მოხდეს, ყველა დაინტერესებული მხრის თანდასწრებით. მივმართავთ სასამართლოსაც და იმედი გვაქვს, რომ ობიექტურად გამოიძიებს საქმეს”, – ამბობს ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე.

თავის მხრივ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, ფიქრობს, რომ ცესკო არ უნდა დალოდებოდა ვინმეს შეტანილ საჩივრებს და საკუთარი ინიციატივით უნდა გადაეთვალა ოქმები.

“ცესკოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველაფერი მექანიკური შეცდომების ბრალია, რაც, ცხადია, ბადებს არაერთ ეჭვს”, – ამბობს ონიანი.

უზუსტობებს ოქმებში “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-იც ეხმიანება. მათი თქმით, აცდენა ფიქსირდება პროპორციულ და მაჟორიტარულ ბიულეტენებშიც.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...