მთავარისიახლეებიპოლიტიკაეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები - ოპოზიციის ლიდერებმა საერთო დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები – ოპოზიციის ლიდერებმა საერთო დოკუმენტს ხელი მოაწერეს

Published on

ოპოზიციური პარტიების წარმოამდგენლები, ერთობლივ შეთანხმებას აფორმებენ, რომლის მხიედვით, ხელისუფლების ოპონენტები ხელმოწერით ადაასტურებენ, რომ უარს ამბობენ, არალეგიტიმური არჩვენების საფუძველზე, პარლამენტში შესვალზე და გაყალბებული არჩვენების წინაარმდეგ ბრძოლას, ერთობლივი ძალებით განაგძრობენ.

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერის და გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, ხათუნა სამნიძის თქმით, დღეს კიდევ ერთხელ ოპოზიციური პარტია საზოგადოებას ეტყვის, რომ არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის.

“ეს არ არის მხოლოდ განცდა, რომ არჩევნები გააყალბეს, ეს არის კონკრეტული ფაქტებით დადასტურებული, რომ არჩევნები მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა. შესაბამისად, ეს არ არის ლეგიტიმური არჩევნები და არ არის ლეგიტიმური პარლამენტი, რადგან ის საზოგადოების ნებას არ ასახავს, შესაბამისად ჩვენ არ ვაპირებთ ასეთ პარლამენტში შევიდეთ”, – თქვა ხათუა სამნიძემ.

პარტია “ტრიბუნას” ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, გზავნილია ერთია, რომ არჩევნები მოპარულია. მისი აზრით, “ქართული ოცნება” იმდენად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ დიდი პრობლემები შეექმნებათ.

“ბიძინა ივანიშვილის საქმე დამთავრებულია, ახლა მას უნდა აუმუშავდეს თვითგადარჩენის ინსტინქტი, თუ დარჩა ასეთი ამდენ ბოროტებასა და ძალადობაში, სიცრუეში, არაადამიანობაში. ადამიანებს შეიძლება შეცდომა მოგვივიდეს, დანაშაულიც ჩავიდინოთ, შეგვეშალოს მეგობართან, ქვეყანასთან, პარტიასთან, საზოგადოებასთან, მაგრამ გამოსოწრების წერტილი ყოველთვის დგება, როგორც ჩანს ეს პიროვნება ამ საკითხზე ვაქცინირებულია”, – თქვა “ლებიორისტული” პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა.

“ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ყველა ხელმომწერი პარტია და არა მხოლოდ ისინი, ვინც ბარიერი გადალახა თანმხდება იმაზე, რომ არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ხოლო ბარიერგადალახული პარტები კი მანდატებაზე უარს ამბობენ.

“მთელი ოპოზიციის და ყველა ოპოზიციური პარტიის მოთხოვნაა ქვეყანაში გაიმართოს ახალი არჩევნები, სადაც დაცული იქნება ძირითადი დემოკრატიული სტანდარტები”, – თქვა დავით ბაქრაძემ.

სიახლეები

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...

იოსელიანი-საკანონმდებლო პროცესთან დაკავშირებით შესაძლოა საკონსტიტუციოს მივმართოთ

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები გრანტების და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთანების შესახებ...

სააპელაციომ ზვიად რატიანის განაჩენი ძალაში დატოვა

ზვიად რატიანის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე...

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...