მთავარისიახლეებისაზოგადოებანარაზენში, ქობალიების სახლს დანგრევა ემუქრება, ოჯახი დახმარებას ითხოვს

ნარაზენში, ქობალიების სახლს დანგრევა ემუქრება, ოჯახი დახმარებას ითხოვს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში მცხოვრები როინ ქობალიას საცხოვრებელი სახლის კედლებზე და იატაკზე პირველი ბზარი 2006 წელს გაჩნდა. მას შემდეგ თითქმის ყოველდღიურად სახლი რღვევას განაგრძობს. ოჯახის უფროსის განმარტებით, ამის მიზეზი მეწყერია, რომელიც არამხოლოდ მათ, არამედ მეზობლად მცხოვრებ ოჯახებსაც საფრთხეს უქმნის.ქობალიების ოჯახი 5 წევრისგან შედგება, რომელთაგან ერთს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს. მძიმედ ავადმყოფობს ასევე ოჯახის უფროსი წევრიც. როინი ქობალია ამბობს, რომ სახლს რამდენიმე წლის წინ ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლის დასკვნის მიხედვით საცხოვრებელი შენობა-ნაგებობა ავარიულ მდგომარეობაშია, არ ექვემდებარება მაგაგრებას. ექსპერტიზის დასკვნით, სახლი საჭიროებს დაშლას. ოჯახი ახლა იმ უწყებებისგან დახმარების მოლოდინშია, რომლებსაც აღნიშნული საკითხი უშუალოდ ეხება.როგორ და რამდენად დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ქობალიების მრავალსულიან ოჯახს, ეს უცნობია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ვერ დავუკავშირდით. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ მამუკა წოწერია ადგილზე არ იმყოფება. 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...