მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალიდან გამოვიწვევთ ჩვენს წევრებს კომისიებიდან - სალომე სამადაშვილი

ხვალიდან გამოვიწვევთ ჩვენს წევრებს კომისიებიდან – სალომე სამადაშვილი

Published on

“ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს მოქალაქეებს დღეს 16:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბონ.

მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ მიერ სრულად გაყალბებული შედეგების გაფორმების მცდელობა და ამ მიზნით კომისიის წევრებს, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან სთხოვენ, რომ ხელი მოაწერონ გაყალბებულ ოქმებს.

“ყველა ჩვენი კომისიის წევრს მივეცით ინსტრუქცია, რომ არცერთ მსგავს ოქმს ხელი არ მოაწერონ. ხვალიდან ჩვენ ოფიციალურად გამოწვეული გვეყოლება ჩვენი კომისიის წევრები შესაბამისი კომისიებიდან. მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ესაა სწორი გადაწყვეტილება ყველა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გრძელი რიგების, გართულებული გარემოს მიუხედავად მივიდა არჩევნებზე, თუ თქვენ გუშინ ხმა მიეცით პოლიტიკურ ცვლილებას, მნიშვნელობა არ აქვს რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭირეთ მხარი, თქვენ გუშინ გითხრეს, რომ თვენი ხმა არავის აინტერესებს და თქვენი ღირსება გუშინ ღამე ფეხქვეშ გათელა თამარ ჟვანიამ. მეგობრებო, თქვენ 20 ივნისს, როდესაც გავრილოვი დაგვასვეს თავზე, ძალიან სწორი რეაქცია გქონდათ, ახლა მინდა გითხრათ, რომ დღეს 16:00 საათზე ჩვენ ერთად უნდა დავიცვათ კიდევ ერთხელ ჩვენი სახელმწიფოს ღირსება და თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი ღირსება. შეურაცხყოფა და დამცირებაა, როდესაც ფეხქვეშ თელავენ მთავარ უფლებას – აირჩიოთ ხელისუფლება. დარწმუნებული ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქე, ვისაც თავისი თავის პატივისცემა აქვს, ამას არ მოითმენს და არ შეარჩენს”, – განაცხადა სამადაშვილმა.

სიახლეები

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...