მთავარისიახლეებიპოლიტიკარას წერენ სოციალურ ქსელებში ამომრჩევლები, რომელთაც (ეს უკვე მერამდენედ) თავზე გადაახიეს ბიულეტენები

რას წერენ სოციალურ ქსელებში ამომრჩევლები, რომელთაც (ეს უკვე მერამდენედ) თავზე გადაახიეს ბიულეტენები

Published on

,,31 ოქტომბერს არც ტრაქტატით, არც წითლი არმიით, არც სუებით და T80-ებით, არამედ ქართველი მოღალატეების ხელით რუსეთმა განახორციელა საქართველოს მე-4 ანექსია”

,,ძალიან მარტივი გათვლა აქვთ: ამ ციფრების გამოცხადებით მოსახლეობის ძირითად მასაში ცდილობენ ნიჰილიზმის დათესვას, რომ აი, მორჩა, მაინც ოცნება იგებს და მორჩენილია ყველაფერი. ანუ, იმის მიღწევას ცდილობენ, რომ ეს მასა ქუჩაში არ გამოვიდეს. და ვინც გამოვა, მაგათ “მოერევიან”.ჰოდა, რა ვიცი, შეჭამთ ახლა ამას და იქნებით ნაჭამი კიდევ დიდი ხანი.”

,,უნდა ვაღიაროთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავზე გადაგვახია ეს არჩევნები – ყველას! სიღარიბეში და ჭაობში ამოაყოფინა თავი ქვეყანას, მონებით გადატენილი მთავრობა და კრიმინალები მიუსია ხალხს, ქვეყნიდან საშოვარზე გააქცია ათასობით ადამიანი, ბავშვების თვალისდათხრაზე, მკვლელობებზე და ძალადობაზე პასუხისმგებლობა არ აიღო და ახლა უნდა ეს გაყალბებული არჩევნებიც გვაღიარებინოს.”

 ,,ცვლილებების დიდი სურვილი , მიუხედავად პანდემიისა, წყალში ჩაგვიყარა არარაობა ივანიშვილმა, ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება რისი ძალაც და შესაძლებლობა არ ჩანს, ფსკერზე დავეშვით. ძალიან სამწუხარროა , ესიყო კრიმინალების ვაგხანალია რასაც საზოგადოება ვერ მოერევა, რაც არ უნდა მორალი გვიკითხონ ცისფერი ეთერებიდან.მივიღეთ შავი ქვეყანა. არ გამოვა!”

,,არანაირი მეორე ტური. ბოიკოტი არჩევნებს, არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ბრძოლა ქუჩაში გამარჯვებამდე!”

,,რა გეგონათ, რომ ვერ გააყალბებდა თუ არ იკადრებდა? რატომ არ იყავით ამ სცენარისთვის მზად? არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ არ უნდა აღიაროს არჩევნების გაყალბებული შედეგები, ფეხად დააყენოს მთელი დიპკორპუსი და საერთაშორისო საზოგადოება. ქუჩაში მასობრივი პროტესტი”

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...