მთავარისიახლეებიპოლიტიკაპროტესტი უზურპატორის სპეცოპერაციას - ოპოზიცია დღეს 4 საათზე რუსთაველზე შეიკრიბება

პროტესტი უზურპატორის სპეცოპერაციას – ოპოზიცია დღეს 4 საათზე რუსთაველზე შეიკრიბება

Published on

“ივანიშვილმა ჩაატარა სპეცოპერაცია, ეს არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩაითვლება ” – ასეთია ოპოზიციის ლიდერების განცხადებები და დღეს, 4 საათზე ამომრჩევლის ხმების დასაცავად რუსთაველზე შეიკრიბებიან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ყველა დიდ ოლქში ოპოზიცამ გაიმარჯვა. 

გუშინ, მთელი რამის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების წარმოუდგენელი გაყალბების პროცესი, რამაც გააჭიანურა ცესკოს მხრიდან არჩევნების გამოცხადება, განსაკუთრებით ეს ხდებოდა დიდ ქალაქებში, იმიტომ, რომ დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ, მუდმივ კოორდინაციაში ვართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, კონსულტაციებნი აქტიურ რეჟიმში დაიწყო გუშინ ღამევე, დღეს ვაგრზხელებთ ამ კონსულტაციებს და 4 საათზე ყველას – ახლა უმთავრესია, დავიცვათ ჩვენი არჩევანი, – ამბობს თინა ბოკუჩავა. 

“ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ანზორ ბიწაძის თქმით, ახლა ივანიშვილი ზიგიერთ პარტიას ორ ან მეტ მადნატს მისცემს. 

ეს იყო სპეცოპერაცია ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ, სრულიად პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ, ამ ამბავს გამარჯვებული არ ყავს, ახლა მიმდინარეობს გარკვეული მანიპულირება პროცენტებით იმისთვის, რომ ივანიშვილმა ზოგიერთ პარტიებს შესთავაზოს, რომ ერთ ორ მანდატს გადაუგდებს – ამბობს ანზორ ბიწაძე

“ევრუპული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ ამ “ოცნების” მხრიდან დარღვევებს, ზეწოლას, მოსყიდვას, ფულის დარიგებას და უსამართლობას ოპოზიცია არ შეეგუება. 

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...

ნატალი ლუაზო-თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს

თბილისში სუნთქვა შეუძლებელია ნებისმიერისთვის, ვინც უარს ამბობს, მმართველ პარტიას დაემორჩილოს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა,...

ტრამპი-ირანის სამხედრო და საზღვაო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია

ირანის სამხედრო შესაძლებლობები პრაქტიკულად განადგურებულია და ქვეყანა დამარცხების ზღვარზეა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა...