მთავარისიახლეებიპოლიტიკადათვლილია უბნების 86.35%: "ოცნება" - 48.27%, "ენმ" - 26.64%, "ევროპული საქართველო" -...

დათვლილია უბნების 86.35%: “ოცნება” – 48.27%, “ენმ” – 26.64%, “ევროპული საქართველო” – 3.78%

Published on

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, 12:30-ისთვის, დათვლილია უბნების 86.35%, რაც სულ 3 847 უბნიდან 3 322-ის მონაცემებს მოიცავს. ამ დროის მონაცემებით, ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • “ქართული ოცნება” – 48.27%;
  • “ნაციონალური მოძრაობა” – 26.64%;
  • “ევროპული საქართველო” – 3.78%;
  • “ლელო” – 3.24%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3.17%;
  • “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.17%;
  • “გირჩი” – 3.03%;
  • “მოქალაქეები” – 1.37%;
  • “ლეიბორისტები” – 1%.

ცნობისთვის, ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ დღეს 4 საათზე საქართველოს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე ელოდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი ფოტოს ავრცელებს, სადაც წერია, რომ “საქართველოში არჩევნების შედეგები ბელარუსის/ცენტრალური აზიის ქვეყნების სტილში ყალბდება”.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...