მთავარისიახლეებიპოლიტიკამურმან დუმბაძე: დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ხელისუფლებას „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია" ჩაიბარებს

მურმან დუმბაძე: დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ხელისუფლებას „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” ჩაიბარებს

Published on

დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ხელისუფლებას „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” ჩაიბარებს, – ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა მურმან დუმბაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას გააკეთა.

მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გამარჯვებულია.

“ბათუმში “ქართულ ოცნებას“ ყველა უბანს მოვუგებთ, ხმის დათვლას ველოდებით. “ქართული ოცნება” ხელისუფლებიდან წავიდა. საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში ქუთაისში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ბათუმში ყველგან უპირატესობა გვაქვს. აჭარაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”იგებს.

ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა 5 – პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ თუ 5 პროცენტიანი ბარიერი ვერცერთმა პოლიტიკურ პარტიამ ვერ გადალახა, მათი ხმები გამარჯვებულებთან მიდის, ანუ ჩვენთან და “ქართულ ოცნებასთან”, ამ შედეგებით “ქართულ ოცნებას”აჭარაში ვუგებთ. დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ხელისუფლებას „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” აიღებს, რომლის ფავორიტი პოლიტიკური ორგანიზაცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...