მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავა მიესალმება იფსოსის ეგზიტპოლის შედეგებს და ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ელოდება

გიგი უგულავა მიესალმება იფსოსის ეგზიტპოლის შედეგებს და ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ელოდება

Published on

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა “ქართული ოცნების” წაგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ჯამურად უმცირესობაშია:

“41 იქნება თუ 46, ფაქტი არის ერთი – “ქართული ოცნება” არის ჯამურად უმცირესობაში. “ქართულმა ოცნებამ” წააგო და მე დარწმუნებული ვარ, ხვალ გაფორმდება ეს წაგება. მინდა მოვუწოდო ოპოზიციის კომისიის ყველა წევრს – მეგობრებო გამხნევდით, ახლა მთავარია დაიცვათ თითოეული ხმა” – ამბობს გიგი უგულავა.

უგულავას თქმით, სამთავრობო მედიის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში “ოცნების” მიერ 50%-იანი ბარიერის გადალახვა იმას მიუთითებს, რომ “დღეს ღამე ჯვაროსნულ ომს გამოაცხადებენ, რომ დილას ივანიშვილს უპატაკონ ეს ციფრი”. 

იგი აცხადებს აგრეთვე, რომ ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებას ელოდება

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...