მთავარისიახლეებიპოლიტიკამირანდა მესხი: 20:00 საათის მონაცემებით ზუგდიდში დარეგისტრირებული 120 012 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე...

მირანდა მესხი: 20:00 საათის მონაცემებით ზუგდიდში დარეგისტრირებული 120 012 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე 55 427 მივიდა

Published on

ზუგდიდში 107-ვე უბანში ხმის მიცემის პროცედურა 20:00 საათზე დასრულდა.

როგორც 27-ე მაჟორიტარული და 67- საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, ოლქში დარეგისტირებული 120 312 მოქალაქიდან, 55 427 პირმა დააფიქსირა საკუთარი ნება, რაც მთლიანი ამომრჩევლების 46,07%-ს შეადგენს.

“27-ე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენდა 120 012 ამომრჩეველს, რაც შეეხება 20:00 საათის მონაცემებს 55 427 ამომრჩეველია დაფიქსირებული, რაც 46,7%-ს შეადგენს. მოგახსენებთ, რომ გვქონდა 107 უბანი, დამატებით 2 სპეც უბანი, კოვიდუბანი. ყველა უბანი დახურულია, არსად რიგები არ ფიქსირდებოდა, შესაბამისად, ამ უბნებზე კენჭისყრა 21:00-ზე დასრულდა. 110-ე უბანზე ყველა გადასატანი ყუთი შემოსულია”,- განაცხადა მირანდა მესხმა.

რაც შეეხება საჩივრებს, საოქო კომისიის თავმჯდომარის ცნობით, სულ დღის განმავლობაში 16 საჩივარია შემოსული, რომელიც მისივე განმარტებით ისეთი ხასიათის საჩივრებია, რომლებიც არანაირ გავლენას არ იქონიებს კენჭისყრის შედეგებზე.

მესხის თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობდა. ასევე, უბნებზე ყველა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები იყო დაცული.

სიახლეები

ზუგდიდში ფიზიკურ პირს ხორცპროდუქტების(კუპატი) არალეგალური წარმოების გამო საქმიანობა შეუჩერდა

გორში, ზუგდიდსა და ახალქალაქში დარღვევების გამო 3 ობიექტს წარმოება შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა...

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

20 წლის ქალი ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ...

UEFA-დაპირისპირება თურქების სექტორში პოლიციის ჩარევით გამწვავდა

UEFA ბათუმში გამართული ბეშიქთაშისა და ბეერ-შევას ჰაპოელის მატჩს გამოეხმაურა. ორგანიზაცია წერს, რომ მათ თურქეთის...

უწყვეტი პროტესტის 2 წელი და კრიტიკული მედია, რომელიც ვერ გააჩუმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ უწყვეტი პროტესტის ორწლიან პერიოდში დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების მიმართ სხვადასხვა ტიპის...