მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულმა ოცნებამ" სავარაუდოდ 9 მაჟორიტარული ოლქი პირველივე ტურში წააგო - ნიკა გვარამია

“ქართულმა ოცნებამ” სავარაუდოდ 9 მაჟორიტარული ოლქი პირველივე ტურში წააგო – ნიკა გვარამია

Published on

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი Ipsos-ის ეგზიტპოლის 5 საათის მონაცემეებს აფასებს და ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება შეცვლილია.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 9 მაჟორიტარული ოლქი პირველივე ტურში წააგო, შესაბამისად ის პარლამენტში უმრავლესობას ვერ დააკომპლექტებს

ვერ ვმალავ კმაყოფილებას იმიტომ, რომ რომ 53 მანდატი ჯამში აქვს “ქართულ ოცნებას” და “პატრიოტთა ალიანსს”. მეტი მათი მოკავშირე ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია იმ პარტიათაგან, ვინც გადალახა 1%-იანი ბარიეეი.

67 მანდატი აქვს ოპოზიციას. ოპოზიციას სჭირდება სულ 9 მანდატი იმისათვის, რომ შექმნას უმრავლესობა და მინდა გახაროთ, რომ ეს 9 მანდატი უკვე მიღწეულია პირველი ტურის შედეგებით.

9-ზე მეტი მაჟორიტარი გაიმარჯვებს სავარაუდოდ იმიტომ, რომ მეორე ტურში გადამსვლელი მაჟორიტარების უმრავლესობა გაიმარჯვებს ოპოზიციიდან. ჩვენ შეწონილი საშუალო გვაქვს და არის 55 პრო საოპოზიციო განწყობა და 45 პრო სახელისუფლებო. ვხედავთ რომ ემთხვევა “ქართული ოცნების” ირმა ინაშვილის პარტიის ჯამს.

შესაბამისად მეორე ტურშიც მაჟორიტარების უმრავლესობას აწაგებს ქართული ოცნება. ასეც რომ არ იყოს ქართულ ოცნებას შანსი არ აქვს პარლამენტში უმრავლესობა შექმნას იმიტომ, რომ ან შედეგით ირმა ინაშვილთან ერთად აქვს 53 ადგილი და სჭირდება 23 მაჟორიტარი 30-დან და დაახლოებით 9 უკვე წაგებული აქვს პირველ ტურში, შესაბამისად ეს თეორიულად შეუძლებელია.

მინდა საქართველოს მივულოცო, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია, ხელისუფლება შეცვლილია, ხელისუფლებაში არის ოპოზიცია. თუ როგორი იქნება ხელისუფლების კომპოზიცია, ეს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს – ამბობს ნიკა გვარამია

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...