მთავარისიახლეებიკულტურაჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

Published on

 დღეს, 13 აპრილს  საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით   ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 
 
კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჭაქვინჯის ციხე ქართული თავდაცვითი და საერო არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი ნიმუშია, რომელიც თავის თავში აერთიანებს სხვადასხვა ეპოქების სამშენებლო ტრადიციებს და ცალკეულ შემთხვევებში გამორჩეულია თავისი სამშენებლო გადაწყვეტებით.
 
,,ჭაქვინჯის ციხე V-XVII საუკუნეებით დათარიღებული არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლია. ციხე ორი ნაწილისაგან – ქვედა ციხისა და ციტადელისგან შედგებოდა. დღევანდელი მდგომარეობით, ქვედა ციხიდან თითქმის აღარაფერია შემორჩენილი, გარდა ძლიერ დაზიანებული კოშკისა, რომელიც ციტადელს გვირაბით უკავშირდებოდა. გვირაბი მხოლოდ სამხრეთის და დასავლეთის კელდების ნაშთის სახითაა შემორჩენილი და ის ციხის ორი ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირების მთავარ საშუალებას წარმოადგენდა. ციტადელი გეგმით წაგრძელებული ოვალია. სიგრძეში 100 მეტრია, სიგანეში კი ყველაზე განიერ ადგილას (30 მ.) კარგადაა მორგებული რელიეფს. განირჩევა მშენებლობის რამდენიმე ფენა. ყველაზე ადრეული ფენა V-VI სს-ისაა, შემდგომი ფენა კი განვითარებულ შუა საუკუნეებს უკავშირდება. XVI-XVII ს-ში დადიანების დროს ციხეს გადაკეთება განუცდია. ამავე პერიოდში, ციხე მათ ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა", – ნათქვამია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
 
მცირე ხნის წინ,  2017 წლის 17 მარტს ჭაქვინჯის ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ღევანდელი სამთავრობო გადაწყვეტილებით კი მისი  გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ღირებულების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მაღალი კატეგორია –  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. 
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...