მთავარისიახლეებიპოლიტიკამშვიდად მიიღეთ შედეგები, მშვიდადო - აცხადებს კელი დეგნანი

მშვიდად მიიღეთ შედეგები, მშვიდადო – აცხადებს კელი დეგნანი

Published on

ელჩი კელი დეგნანი არჩევნებს მარნეულისა და მცხეთის საარჩევნო უბნებზე აკვირდებოდა. სხვა ამერიკელი დიპლომატები დასავლეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალური საქართველოს ქალაქებში იმყოფებიან.

დეგნანის სიტყვებით, დღეს ბევრ მოტივირებულ ქართველ ამომრჩეველს და არჩევნებზე მომუშავე თავისი საქმის ერთგულ ადამიანებს შეხვდა და პოლიტიკოსებს ხმის პროცესის დასრულების შემდეგ სიმშვიდისკენ მოუწოდა:

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბიულეტენების დათვლა დაიწყება, ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერმა პატივი სცეს არჩევნებზე მომუშავე პირების მიერ გაწეულ საქმიანობას, მშვიდად მიიღონ ოფიციალური შედეგები და აჩვენონ, რომ ეს არჩევნები თავიდან ბოლომდე პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს”.

კელი დეგნანი ამბობს, რომ საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ეუთოს ოდირის მიერ დაწესებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და ამიტომ, საერთაშორისო საზოგადოება ამ სტანდარტების დაცვას აკვირდება.

“რადგან საქართველოს ამომრჩევლები იმსახურებენ, რომ ხმები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პირობებში მისცენ”, — განაცხადა ელჩმა კელი დეგნანმა.

აშშ-ს საელჩოს არჩევნების დამკვირვებელთა ჯგუფები ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს დღეს შეუერთდნენ, რათა ხმის მიცემის პროცესს მთელ საქართველოში დააკვირდნენ.

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...