მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: გავაერთიანოთ ძალები ჩვენი გამარჯვების დაცვისათვის, ჩვენ არაფერი გასაყოფი არ...

მიხეილ სააკაშვილი: გავაერთიანოთ ძალები ჩვენი გამარჯვების დაცვისათვის, ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს”

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამომრჩევლებს მიმართავს მივიდნენ ხმის მისაცემად. მიხეილ სააკაშვილმა ასევე ისაუბრა ოპოზიციურ ერთობაზე და პარტიებსაც მიმართა, რათა გააერთიანონ ძალები  ხმების დაცვისთვის – “ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს” – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

“ახლა ისინი ცდილობენ არეულობით და ქაოსით, შეაშინონ ხალხი რომ ისინი არ მოვიდნენ არჩევნებზე, ძალიან მშვიდად და წყნარად, ვინც არ მისულა არჩევნებზე, მინდა, ვთხოვო ყველას, არჩევნები ტარდება 4 წელიწადში ერთხელ, თქვენი,  ჩვენი შვილებისა და სამშობლოს ბედი წყდება, არაფერი შესაშინებელი ამათ არ აქვთ, იმიტომ რომ ამათ ძალა არ აქვთ. მათი შხამიანი კბილი არის ძალიან დასუსტებული. წყნარად მივიდეთ არჩევნებზე.

მინდა, მოვუწოდო ყველა ოპოზიცურ პარტიას, გავაერთიანოთ ძალები, ჩვენი გამარჯვების დაცვისათვის, საარჩევნო ხმების დათვლის დროს, ჩვენ არაფერი გასაყოფი არ გვაქვს, ყველა ძალა შეძლებს თავისი ძალის, პოტენციალის და უფლებების რეალიზებას, ნამდვილად არანაირი დაპირსპირება არ არსებობს და პირიქით, განწყობილი ვართ ძალიან კონსტრუქციული საუბრისთვის. დღეს და ხვალ არის გადამწყვეტი დრო, რომ შეცვლის პროცესი საქართველოში წარატებით დაგვირგვინდეს”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ვიდეო მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს ხმის მისაცემად მივიდნენ საარჩევნო უბნების დახურვამდე და თქვა  – ” ყველა ადამიანი არის მნიშვნელოვანი”.

შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...