მთავარისიახლეებიპოლიტიკალავროვმა აღიარა, რომ რუსეთის თვითმფრინავებს სირიაში სამხედრო დანიშნულების...

ლავროვმა აღიარა, რომ რუსეთის თვითმფრინავებს სირიაში სამხედრო დანიშნულების ტვირთი გადააქვთ

Published on

რუსეთი ასადის რეჟიმს ჯავშანტრანსპორტიორებს, ყუმბარმტყორცნებს და სატვირთო მანქანებს აწვდის.  სააგენტო როიტერსის ცნობით, რუსი სამხედროები სირიაში სამხედრო ოპერაციებშიც მონაწილეობენ. სირიისაკენ მიმავალ საჰაერო გზაზე არაერთგზის დაფიქსირდა რუსეთის თვითმფრინავები, თუმცაა ამასთან დაკავშურებულ კითხვებზე პასუხს ოფიციალური მოსკოვი დემონსტრატიულად არ იძლეოდა.

დასავლეთმა არაერთგზის გამოთქვა შეშფოთება სირიის მოვლენებში რუსეთის პოზიციის გამო.  ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს რუს კოლეგასთან  ამის შესახებ  ბოლო დღეების განმავლობაში უკვე მეორე სატელეფონო საუბარი ჰქონდა. 

გუშინ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა პირველად აღიარა, რომ სირიაში რუსი სამხედროები იმყოფებიან, თუმცა, მისი  თქმით, რუსი სამხედროები სირიაში უკვე წლებია იმყოფებიან და ამჯერად მათი ქვეყანაში ყოფნა მხოლოდ სირიისთვის რუსული იარაღის მიწოდებას უკავშირდება. 

ლავროვმა ასევე აღიარა, რომ თვითმფრინავებით, რომელსაც რუსეთი სირიაში აგზავნის, ჰუმანიტარული დახმარების გარდა სამხედრო დანიშნულების ტვირთიც გადააქვთ.

 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...