მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახი კალაძე სენაკის მოსახლეობისა და ,,გაქსუებული გაზკომპანიის ხელმძღვანელის'' შესახებ

კახი კალაძე სენაკის მოსახლეობისა და ,,გაქსუებული გაზკომპანიის ხელმძღვანელის” შესახებ

Published on

მცირე ხნის წინათ,  გაზგამანაწილებელმა კომპანია "გასკო პლიუსმა" მიიღო გადაწყვეტილება  სენაკის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის ტარიფი 68 თეთრამდე გაზრდის შესახებ, რაც  ყველაზე მაღალია ტარიფია მთელ საქართველოში, და, როგორც მოსალოდნელი იყო  ამას მოსახლეობის მძაფრი უკმაყოფილება და პროტესტის ტალღა მოყვა. 
ენერგეტიკის სამინისტრო აქვეყნებს საგანგებო განცხადებას , რომელშიც კომპანიის ეს გადაწყვეტილება შეფასებულია ,, როგორც მინიმუმ, უსამართლო''
 
,,ენერგეტიკის სამინისტრო სრულად იზიარებს მოსახლეობის განწყობას და შეშფოთებას იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც გაზგამანაწილებელი კომპანია გასკო პლიუსმა მიიღო  –  ნათქვამია ენერგეტიკის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. – ეს არის მინიმუმ უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან სახელმწიფო მთელი ამ წლების განმავლობაში და დღესაც მთელი მოსახლეობისთვის ინარჩუნებს სოციალურ ფასს გაზზე, გარე ფაქტორების და ბაზარზე არსებული ვითარების მიუხედავად ჩვენ ვახერხებთ იმას, რომ ეს შეღავათი – სოციალურ გაზზე მიიღოს თითოეულმა ოჯახმა.
 
სამინისტროს დაწყებული აქვს ამ საკითხზე მუშაობა, როგორც აქამდე არაერთხელ იქნა გაცხადებული, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ნაწილობრივი დერეგულირების პრაქტიკის გაუქმება და შესაბამისად, მოსახლეობისთვის ტარიფის დადგენა მარეგულირებელი კომისიის მიერ, ეს გადაწყვეტილება მომავალში გამორიცხავს მსგავს უსამართლო და მოსახლეობისთვის მოულოდნელ გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 
 
სენაკის მოსახლებისათვის გაზის ტარიფების გაზრდას გამოეხმაურა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძეც.
 
როგორც მინისტრმა განაცხადა, გუშინ მას  მიმართა სენაკის მოსახლეობამ, რომელიც აღნიშნულის გამო აღშფოთებულებია –  ,,გამოდის ვიღაც გაქსუებული კომპანიის ხელმძღვანელი, მენეჯერი და სენაკის მოსახლეობისთვის გაზის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილებებს იღებს,  ამას აუცილებლად მოვიკითხავთ, ბოლომდე გავყვებით და შესაბამისად, კანონის ფარგლებში ყველას მოეთხოვება პასუხი“, – განაცხადა კალაძემ. 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...