მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება'' ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით მოვა

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება” ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით მოვა

Published on

“ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივნიშვილი სოლოლაკში გახსნილ ერთერთ საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.

 იგი ამბობს, რომ პარტია ხელისუფლებაში აბსოლუტური უმრავლესობით მოვა. 

“კოალიციას გამოვრციხავთ. ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობით მოვალთ, მე ვფიქრობ რომ “ოცნებას” 100 მანდატი ექნება საშუალოდ. +-2 მანდატი,” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა

როგორც ბიძინა ივანიშვილმააღნიშნა, მან ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას და საქართველოს ევროპულ მომავალს მისცა.

„დღეს საქართველო აკეთებს თავის არჩევანს. საქართველოს მოქალაქეების თვისუფალი არჩევანი განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების უახლოეს 4 წელს და უფრო შორეულ პერსპექტივას. მე პირადად ხმა ქვეყნის განვითარების სტაბილურობას, მშვიდობას, ჩვენს ევროპულ მომავალს, ეკონომიკურ ზრდას, თითოეული ოჯახის კეთილდღეობას და რაც მთავარია, ადამიანის ღირსებას და პატივის დაცვას მივეცი. ვფიქრობ, ეს ღირებულებები, რომლებიც ადამიანზე მორგებული მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განსაზღვრული და გააზრებული და ვფიქრობ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ამ მიმართულებას მისცემს ხმას. მოვუწოდებდი ყველას, რომ თავისი ოჯახის და ქვეყნის მომავალს მისცენ ხმა და აუცილებლად მოვიდნენ არჩევნებზე“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

 

სიახლეები

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...

რუსული სამთავრობო მედია სტატიას აქვეყნებს სათაურით: “უკრაინაში ცოცხალი არავინ უნდა დარჩეს”

რუსეთის სამთავრობო მედია РИА Новости სტატიას აქვეყნებს სათაურით: "სხვა გზა არაა: უკრაინაში ცოცხალი არავინ...

ტრაგედია ზუგდიდში: გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი, რომელიც აუზში ჩავარდა

4 წლის ლაზარე თოლორაია ემსხვერპლა ტრაგედიას, რომელიც სოფელ რიყეში დატრიალდა: თვითმხილველთა ინფორმაციით, ბავშვმა ბიძამისის...