მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: პუტინის ზიზღის მიზეზი მისი სიმამაცე იყო

მიხეილ სააკაშვილი: პუტინის ზიზღის მიზეზი მისი სიმამაცე იყო

Published on

,,ლეხ კაჩინსკი იყო გამოჩენილი ლიდერი პოლონეთის და მთლიანად ჩვენი რეგიონის, ადამიანი, რომელმაც დროს გაასწრო. – პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სმოლენსკის ავიაკატასტროფაში ლეხკაჩინსკისა და მისი თანხმლები დელეგაციის დაღუპვის მორიგ წლისთავს ეხმაურება .  
 
,,7 წელი გავიდა სმოლენსკის ავიაკატასტროფის შემდეგ, რომლის დროსაც დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი,მისი მეუღლე მარია და მათი თანმხლები დელეგაციის წევრები, რომლებიც კატინის ტრაგედიის დროს მოკლულების პატივის მისაგებად მიფრინავდნენ. – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე – სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ავიაკატასტროფა არ იყო შემთხვევითი და რომ ის პუტინის მიერ დაგეგმილი აქცია იყო. ეს იყო პუტინის პასუხი იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც კაჩინსკიმ გამოუცხადა საქართველოს 2008 წელს და საერთოდ მისი დამოუკიდებელი პოლიტიკის გამო. 
 
ლეხ კაჩინსკი იყო გამოჩენილი ლიდერი პოლონეთის და მთლიანად ჩვენი რეგიონის, ადამიანი, რომელმაც დროს გაასწრო. სწორედ მისი სიმამაცე იყო პუტინის ზიზღის მიზეზი, უნდა აღინიშნოს რომ მისი ეს თვისება ასევე აღიზიანებდა ბევრ დასავლეთელ პოლიტიკოსს.
 
ჩვენ ახლო მეგობრები ვიყავით, ასევე მეგობრობდნენ ჩემი მეუღლე სანდრა და მარია კაჩინსკაია. მე დარმუნებული ვარ, რომ მან იცოდა თუ რა საფრთხე ემუქრებოდა მის სიცოცხლეს ამ სითამამისთვის, მაგრამ ის არასდროს ყოყმანობდა, არასდროს მიდიოდა კომპრომისზე და სწორედ ამიტომაც ის ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის, როგორც გაუტეხელი დიდი პოლონეთის და ჩვენი საერთო თავისუფლებისკენ სწრაფვის სიმბოლო გახდა. – წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე დღეს სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა....

უკრაინა მზად არის, იმუშაოს აშშ-ის სამშვიდობო წინადადებებზე – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად არის იმუშაოს ომის დასრულებაზე ამერიკის მიერ...

დაკავების მერე, ქეთი ხუსკივაძეს სილურჯეები აღენიშნება, ტკივილსაც უჩივის – ადვოკატი

აქციაზე დაკავებული ლექტორი, ქეთევან ხუსკივაძე მისმა ადვოკატმა, მარიამ კალანდაძემ მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ დაკავების...

ძალადობა 21 წლის ქალზე – სასამართლომ ქმარი და მამამთილი პატიმრობაში გაუშვა

ძალადობა 21 წლის ქალზე - სასამართლომ ქმარს, დათა პაპავას და მამამთილს, კობა პაპავა აღკვეთი...