მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ოირემეს მოსახლეობა წლებია უწყლობას და უგზოობას უჩივის

სოფელ ოირემეს მოსახლეობა წლებია უწყლობას და უგზოობას უჩივის [Video]

Published on

სოფელ ოირემეს მოსახლეობა წლებია უწყლობას და უგზოობას უჩივის. სოფლის შიდა გზაზე, სადაც  ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებამ მხოლოდ გარკვეული მონაკვეთის შეკეთება დაიწყო, ტექნიკამ მუშაობა კარგა ხნის წინა შეაჩერა და მხოლოდ დღეს დილით განაახლა. მოსახლეობა ამბობს, რომ საკუთარ საცხოვრებლამდე მისვლა შემოვლითი გზებით უწევთ, ვერ შემოდის ვერც სახანძრო და ვერც სამაშველო ბრიგადები. ერთ-ერთი ადგილობრივი სოფლის რწმუნებულს პოლიტიკური ნიშნით ზეწოლაში ადანაშულებს და ამბობს, რომ როცა გამგებელს გზის შეკეთების მოთხოვნით მიმართა, გამგებელმა კახა ქობალიამ მას ნაციონალური მოძრაობის პროვოკატორი უწოდა.

ჩვენ სოფლის გამგებელს დავუკავშირდით, კახა ქობალია ამბობს, რომ არანაირ პროვოკაციას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია და ეს ქალბატონი პირიქით უწყობდა პროვოკაციას, თუმცა, რაში გამოიხატებოდა ეს, გამგებელი არ აკონკრეტებს. რაც შეეხება მერიას, უწყებაში ტელეკომპანია „ოდიშს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.  მათ შორის ოირემეს ადმინისტრაციულ ერთეულში  რეაბილიტირდება 200-მეტრი სიგრძის გზა, ხოლო სამუშაოების მომდევნო ეტაპი 2021 წელს განხორციელდება.ამ ეტაპზე ზუგდიდში 55 გზა რეაბილიტირდება, წლის ბოლომდე 70-ზე მეტი ქუჩა მოეწყობა.

სიახლეები

უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის – ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას აქვეყნებს

“ამ დგომზე ბევრი მეკითხებოდა ბევრს უთქვამს კიდეც მსოფლიოში ყველა ფეხბურთელი რომ ლოცულობდეს თამაში ფრედ...

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება -ტრამპი

ზელენსკის უნდა სურდეს ამ ომის დასრულება და თუ მას ეს არ სურს, ვფიქრობ, ეს...

რუბიო- უკრაინელები მამაცურად იბრძოდნენ, მაგრამ აშშ-ს გარეშე უკრაინა აღარ იარსებებდა

ამ საკითხზე თავის მართლებას აღარ ვაპირებთ, გასაგებია? რადგან შეერთებული შტატების დახმარება რომ არა, მათ...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადაიარიამ ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარბაზიდან გააძევა. რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას...