მთავარისიახლეებისაზოგადოებაარც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ გათავისუფლებულა - აცხადებს თავდაცვის მინისტრი, თურმე...

არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ გათავისუფლებულა – აცხადებს თავდაცვის მინისტრი, თურმე ვინც სამსახური დაკარგა, თავისი ნებით წასულა

Published on

არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ გათავისუფლებულა, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე.-  უწყებაში განხორციელდა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია, რომლის პროცესში არავინ დაზარალებულა და  თავდაცვის სამინსიტრომ 32 მილიონი ლარი დაზოგა.
 
,,ოპოზიციისგან ხშირად მსმენია კრიტიკა, თითქოს ბრიგადებს ვშლით. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა – არც ერთი სამხედრო მოსამსახურე არ ყოფილა გათავისუფლებული, ყველა სამხედრო მოსამსახურე ინარჩუნებს პოზიციას. ის, ვინც თავისი ნებით წავიდა შეიარაღებული ძალებიდან, მუშაობდა დაახლოებით 18-19 წელი და მეტი უკვე. ზოგი თავისი ნებით წავიდა, ხოლო ჩვენ კეთილი ნება გამოვხატეთ და კომპენსაციები გავეცით, რაც უპრეცენდენტო იყო თავდაცვის უწყებაში. 209 ოფიცერზე 5 მილიონზე მეტი კომპენსაცია გავეცით, რითაც დავაფასეთ მათი სტაჟი და დამსახურება ქვეყნის წინაშე. ამის ვალდებულება მინისტრს არ ჰქონდა. ზოგმა თქვა, თითქოს ჩვენ ვიღაცას ვაძალებდით ამ გადაწყვეტილების მიღებას. 153 იყო დამატებით მსურველი, ვისაც უნდოდა კომპენსაციის მიღება. ლოგიკურად როგორ შეიძლება დაძალების სურვილი ჰქონდეს კაცს და რიგში იდგე ამ „დაძალების“, – განაცხადა ლევან იზორიამ. 
 
მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში არსებობდა მახინჯი სისტემა – ე.წ. ვარსკვლავიანი თანამდებობების, სადაც არავითარი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო გათვალისწინებული.
„პირველ რიგში, გენშტაბით დავიწყეთ, შემდეგ შეირაღებული ძალებით. გენშტაბში იყო გარკვეულ მიმართულებებში რამდენიმე დეპარტამენტი და ვთქვით, რომ ეს დაგვეყვანა სტანდარტამდე – ყოფილიყო სამი დეპარტამენტი და თითოეული დეპარტამენტის ფარგლებში ორი ან სამი სამმართველო. ასევე, გავაკეთეთ შეიარაღებულ ძალებში. 
„ასეთი ადამიანების რაოდენობამ თავდაცვის უწყებაში მიაღწია 3 200-ს, რაც არის უპრეცედენტო. ეს სისტემა იყო აღმოსაფხვრელი და ვარსკვლავიანი ინსტიტუტის გაუქმება მოხდა“, – დასძინა ლევან იზორიამ. 
 
 
 
 

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...