მთავარისიახლეებისამართალიბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველმა ნახევარი მილიონი დოლარი უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიტანა?

ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველმა ნახევარი მილიონი დოლარი უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიტანა?

Published on

ტვ პირველი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის თანამზრახველმა ნახევარი მილიონი დოლარი უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაიტანა.

გომელაურის უწყება ამ ინფორმაციაზე არაფერს ამბობს და სამეგრელოში ბადრი ესებუას დაკავების უშედეგო მცდელობების შემდეგ მას აჭარაში დაეძებს, თუმცა ამაზე ოფიციალურად არ ადასტურებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. ჟურნალისტებს კითხვაზე, რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას “აჩოტებს” არ ჩააბარებს. 

“მინდა ბათუმში წავალ, მინდა სამცხეში, მინდა კახეთში, შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. თქვენ არ გაბარებთ აჩოტებს, მე სად ვივლი, უკაცრავად”, – უთხრა მინისტრმა ჟურნალისტს. 

გუშინ, 27 ოქტომბერს მან ისიც განაცხადა, რომ ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძებნა, შესაძლოა, 1 თვესაც გაგრძელდეს, თუმცა მისივე თქმით, ეს არანაირი პრობლემა არ არის.

ზუგდიდში, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ძებნა მე-8 დღეა გრძელდება.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...