მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თქვენ კარუსელს კი არა, სკამსაც ვერ დაატრიალებთ" - მურთაზ ზოდელავა ხელისუფლების...

“თქვენ კარუსელს კი არა, სკამსაც ვერ დაატრიალებთ” – მურთაზ ზოდელავა ხელისუფლების სამზადისზე გააყალბოს არჩევნები

Published on

გაერთიანებულო ოპოზიციის ფოთის ხობის და სენაკის მაჟორიტარობის  კანდიდატი, მურთაზ ზოდელავა მტკიცებულებებს ასაჯაროებს და ამბობს, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ე.წ. კარუსელის მეთოდით აპირებს.

“გამოვავლინეთ რამდენიმე ათეული  ადამიანი,  რომლებიც არიან მიწერილი სხვის საცხოვრებელ ფართზე. ოჯახებში, სადაც მათ არ იცნობენ, მათი სახელი და გვარი არ გაუგიათ და ეს ხალხი არის გამზადებული მასალა კარუსელისთვის. ყველა ეს ადამიანი, არის იდენთიფიცირებული აბსოლუტურად, მათი ფოტოები მოპოვებული გვაქვს, და ყველა მათგანს ველოდებით იმ საარჩევნო უბნებთან, სადაც ეს ადამიანები არიან მიწერილი ხელოვნურად, კარუსელის დასატრიალებლად.” – ამბობს, მურთაზ ზოდელავა.

მან ამასთანავე, მიმართა “ქართულ ოცნებას”, რომ მიუხედავად მცდელობებისა, ისინი ვერანაირ კარუსელს ვერ დაატრიალებენ – “თქვენ კარუსელს კი არა, ვერც სკამს ვერ დაატრიალებთ, ვერც ერთ საარჩევნო ოლქში”.

შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” ცოტა ხნის წინ ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოიპოვა ძალოვანი უწყების თანამშრომლებით დაკომპლექტებული ის სია, ვინც გადამწყვეტ პოლიტიკურ არჩევნებამდე, სუს-მა საველე დავალებებზე სპეციალური მისიით მიავლინა – ნებისმიერ ფასად, ოლიგარქის პარტიისთვის, რაც შეიძლება მეტი საარჩევნო ხმა უნდა მოაბილიზონ.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ  არჩევნების გასაყალბებლად ზუგდიდშიმისამართებზე არარსებულ ამომრჩევლებს წერენ. გარდა ამისა, რეგიონებში იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა სკოლისა და ბაღების დირექტორები, სხვა უწყებებში დასაქმებული საჯარო მოხელეები “ოცნების” წევრებმა შეხვედრაზე დაიბარეს.

სიახლეები

პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილს სპეკულაციურს უწოდებს

შალვა პაპუაშვილი მისივე ყოფილ თანაგუნდელს, "ქართული ოცნების" ორგზის პრემიერ-მინისტრს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს. "ქართული ოცნების" ლიდერი,...

ზელენსკის განცხადების მერე, თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ თურქულმა ავიაკომპანიამ მოსკოვის მიმართულებით ფრენები გააუქმა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს...

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" მთავრობის...