მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი წერეთელი: „ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციისგან მოსალოდნელ ფეიკებზე აბსოლუტურად უსაფუძვლო და...

გიგი წერეთელი: „ხელისუფლების განცხადებები ოპოზიციისგან მოსალოდნელ ფეიკებზე აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასერიოზულია”

Published on

სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა და ხდება „ფეიკების“ გავრცელება. – აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი წერეთელი პასუხად ირაკლი კობახიძის განცხადებაზე იმის სესახებ, რომ ,,რადიკალური ოპოზიცია ამზადებს მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.”

„ხელისუფლების მხრიდან განცხადებები მოსალოდნელ ფეიკებზე ოპოზიციის მისამართით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და არასერიოზულიც კი, იმიტომ, რომ თუ ვინმეს აქვს რაიმე რესურსი, რაიმე ისტორიაც, გამოცდილებაც და საშუალებაც, რომ „ფეიკ ნიუსები“ გაავრცელოს ან რაიმე თანამედროვე ტექნოლოგია ჩართოს ამ საქმეში, ეს არის პირველ რიგში სწორედ ხელისუფლება.

ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, მთელი ამ წლების განმავლობაში რამდენჯერ მოხდა „ფეიკ-ნიუსების“ გავრცელება დაწყებული რაფალიანცის საქმიდან და უკვე ბოლოდროინდელი მოვლენები, „ფეისბუქში“ უამრავი წაშლილი ანგარიში სწორედ „ფეიკ-ნიუსების“ გამო.

ამიტომ, ნურავისკენ გაიშვერენ ხელს, ახლა არის საარჩევნო კამპანია და ასეთი მეთოდებით, ბუნებრივია, ადამიანების შეშინება და მათი აზრის შეცლა ნამდვილად არ გამოვა“, – განაცხადა წერეთელმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

სიახლეები

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" მთავრობის...

“რუსეთის ცა სახიფათო ხდება”-ზელენსკი საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს. მისი განცხადებით, უკრაინული...

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...