მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, ქართველი ხალხი დაიბრუნებს...

მიხეილ სააკაშვილი: მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას საქართველოში

Published on

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ “რადიკალური ოპოზიცია” ამზადებს ფეიკმასალებს, რაც, შესაძლოა, არჩევნების წინა დღეს ან არჩევნების დღეს გაავრცელონ. მისი თქმით, მასალები მზადდება Deepfake-ის, ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლის მეშვეობით, ადამიანების ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს და პრემიერმინისტრობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს სასაცილოდ არ ყოფნის ქართული ოცნების ეს ბრალდება. მისი თქმით, ხელისუფლება ხვდება, რომ არჩევნებს დიდი უპირატესობით აგებს და გაყალბებაზე საუბარი დაიწყო.

„ეხ, ეს გეგმაც როგორ გამიგო ივანიშვილმა, როგორ ჩამიშალა, საიდან გაიგო, რომ მე აქედან და ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, როგორც თვითონ სწორად თქვეს ე.წ. Deepfake-ის სისტემის მეშვეობით არჩევნების გაყალბებას. ასე ტრიალებს „იმედზე, მაგათ სხვა არხებზე. ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაციაა, კიდევ კარგი, რომ დროზე გაიგეს. მსოფლიოში პირველი უნიკალური მაგალითი იქნება, როცა ოპოზიცია არჩევნებს აყალბებს. ეს ხუმრობით და ისე, ვაი, მართლა მაგათ პატრონს. აგებენ არჩევნებს დიდი უპირატესობით და დაიწყეს ლაპარაკი, რომ თურმე ჩვენ გავაყალბებთ არჩევნებს – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი  „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

,, სინამდვილეში, რაზეც შეშფოთდნენ ისაა, რომ პირველად, მთელი არჩევნების განმავლობაში, ადრე იდეალური მსხვერპლივით რომ ვიქცეოდით, უკრაინელი სპეციალისტების, ამერიკასა და ინგლისში მომუშავე „აიტიშნიკების“, უცხოელების დახმარებით შევქმენით სახის და სხეულის ამოცნობის სისტემა, რომელიც მათ კარუსელებს პრაქტიკულად დაუბრკოლებელ ბარიერებს უქმნის და ძალიან შეშფოთდნენ. აღარ იციან ახლა რა ქნან, რადგან გაყალბებული სიები აქვთ, აპირებენ, რომ არარსებულ ხალხს მიაცემინონ ხმა. ეს არის ივანიშვილის ბოლო იმედი. აბა კამპანიას ეგ არ აწარმოებს და საარჩევნო ბრძოლაში არ იმყოფება, მაგრამ მაინც არაფერი გამოუვა.

არჩევნებს დავაკვირდებით, გავიმარჯვებთ. მოემზადონ გუდანაბადის ასაკრავად, ხელისუფლების მშვიდობიანად გადმოსაბარებლად, როგორც გადავაბარეთ, ისევე გადმოგვაბარებენ, რამდენიც არ უნდა იხტუნაონ. ეს არის და ეგ. ქართველი ხალხი დაიბრუნებს ხელისუფლებას საქართველოში“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

სიახლეები

სახალხო დამცველი დღეს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ცნობილია, რომ პატიმარ ღარიბაშვილთან შეხვედრის...

ჯარში გაწვევაზე უწყება საიტზე ატვირთვიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

ჯარში გაწვევის უწყება საიტზე გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" მთავრობის...

“რუსეთის ცა სახიფათო ხდება”-ზელენსკი საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის საჰაერო სივრცეში ფრენებთან დაკავშირებით საერთაშორისო ავიაკომპანიებს აფრთხილებს. მისი განცხადებით, უკრაინული...

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...