მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსთავში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა

რუსთავში პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა

Published on

რუსთავში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება ,,რუსთაველების” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.

ღონისძიებას, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება ,,რუსთაველების“ დამფუძნებლები, ,,ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

,,რამდენიმე დღის წინ, რუსთავში გაიხსნა მერაბ კოსტავას მემორიალი, ხოლო დღეს – ზვიად გამსახურდიას ბიუსტი, მისივე სახელობის სკვერში. ამით, ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანებს, ვინც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, ჩვენს შვილებს კი ვასწავლით, რომ უნდა ახსოვდეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია და მისი გმირები“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...