მთავარისიახლეებისამართალი,,იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას''-...

,,იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას”- ნიკა გვარამია სუსს მიმართავს

Published on

მთავარი არხის” გენერალური დირექტორი შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, facebook-ით ეხმაურება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსს ნინო გიორგობიანს მიმართავს:

,,რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი, ზუსტად ვიცით ჩვენც და ელისო კილაძემაც, რომ სენაკის ბაზაზე გყავთ გამოკეტილი, აწამებთ ცნობილი და გამოჩენილი შევარდნაძის დროინდელი ჯალათის, სამხედრო პოლიციაში ირაკლი ალასანიას მიერ რატომღაც დაბრუნებული სერგო ჩაჩიბაიას ხელით, და იმიტომ მალავთ მის დანაშაულში თანამონაწილეობას და აპრავებთ, რომ არჩევნებამდე არ გინდათ გაბაზრდეს, რომ მოქმედმა სამხედროებმა მძევლები აიყვანეს და ბანკი გაძარცვეს. 


რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორისტს: იმედი არ გქონდეთ, რომ თქვენს სატყუარას გადავყლაპავთ. ნამდვილი ტერორისტის თვალები გვაქვს და თვალი თითის ანაბეჭდივით ერთადერთი და უნიკალურია. ასე რომ, თვალების სკანირებას გავაკეთებთ და შევადარებთ. იმედი არ გქონდეთ, რომ ვიღაცას შეტენით ამ დანაშულს და ტყუილს აჭმევთ საზოგადოებას. აღნაგობის და ბოდილეგვიჯის (მიხრამოხრა, ჟესტიკულაცია და ასე შემდეგ) შედარებით და თვალების სკანირებით აუცილებლად დავადგენთ ნამდვილი დამნაშავე აიყვანეთ, თუ გვატყრუებთ, როგორც ხვიბლიანის შემთხვევაში- წერს ნიკა გვარამია.

სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დადგენის შესახებ გომელაურის უწყებამ განცხადება დაახლოებით 1 საათის წინ გაავრცელა.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...