მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა

გიორგი ვაშაძე: შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა

Published on

შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა, -განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში” აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი ბოლომდე ამოწურა.

„უკვე ყელშია მათი ყოველთვის წარსულით ნაკარნახევი განცხადებები. კატასტროფაა, ჩვენ გვაქვს კრიმინოგენული სიტუაციის კოლაფსი, ჩამოიშალა სამართალდამცავი ორგანოები, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური კოლაფსი, რომელსაც ხელისუფლება ყველაფერს აბრალებს, გარდა, საკუთარი თავისა. ჩვენ გვაქვს კორონავირუსთან ბრძოლის კოლაფსი. მითხარით, რამე არის ნორმალურად მართული ამ ქვეყანაში? რაზე ლაპარაკობენ საერთოდ, საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში არ მახსენდება ბანკის ძარცვის ისეთი შემთხვევა, რომელიც საქართველოში მოხდა. დიდი მადლობა, რომ მძევლები თავისუფლები და ჯანმრთელები არიან, მაგრამ ამ ადამიანის არდაკავება და ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა. ეს ხომ გზავნილია კრიმინალებისთვის, მიდი აყაჩაღე რაც გინდა, ამიტომაა, რომ დააყაჩაღეს ზუგდიდში ბენზინგასამართო სადგური, ინკასატორი, მკვლელობა მოხდა ქუჩაში, წარმოგიდგენიათ როგორი გავეშებულია კრიმინალი? რა ეკონომიკაზე უნდა ვისაუბროთ, როცა ელემენტარული უსაფრთხოება არ არის ქვეყანაში. ვინ ჩადებს ინვესტიციას საქართველოში, სადაც ბანკებს ასე ძარცვავენ“,-განაცხადა ვაშაძემ.

მისი შეფასებით, ამერიკულ ვესტერნებშიც კი არ ხდება ისეთი ფაქტები, რომ თავდამსხმელი დღისით ბანკში შეიჭრას, მძევლები აიყვანოს, თანხა წაიღოს და მიიმალოს.

„შევარცხვინე ის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც ეს მძარცველი გაექცა. ნეტა საერთოდ ნამუსი თუ აქვს, რომ არ გადადგა. ხალხი რომ გადაარჩინეს, მერე დადევნების ოპერაცია უნდა ყოფილიყო. ორი დღე თუ ვერ იპოვეს, როდისღა იპოვიან, სადღა არის ეს კაცი, კაცმა არ იცის. საერთოდ გონზე არ არიან, მაგრამ ფულის კეთებაზე არიან გადასულები, მეტი არაფერი აინტერესებთ“,-განაცხადა ვაშაძემ.

სიახლეები

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის დარღვევისთვის დაჯარიმდებით და მართვის მოწმობის ქულა ჩამოგაკლდებათ

დღეიდან სატრანსპორტო საშუალების ხმაურის დონის შემოწმება სპეციალური პორტატული მოწყობილობით განხორციელდება - ინფორმაციას ამის შესახებ...

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი

ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა. კერძოდ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლევან იოსელიანი...

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა.

მსხვერპლით დასრულდა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა. დაღუპულია 2 ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი...

მდინარაძისთვის დაანონსებული სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას გამოეხმაურა - "ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მდინარაძის გადაწყვეტილება...