მთავარისიახლეებისაზოგადოებაგიგა ოთხოზორიას ოჯახი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს

გიგა ოთხოზორიას ოჯახი მკვლელობიდან ერთი წლის თავზე გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს

Published on

ხურჩაში მოკლული ოთხოზორიას დედა, ნინო მატკავა, 2016 წლის 19 მაისს ე.წ. საზღვართან მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიების ხელახლა დაწყებას ითხოვს.დაახლოებით ერთ თვეში ერთი წელი შესრულდება გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. ალიას ცვეიბა, ბესიკ კუტოღლი, არკადი კვეკვესკირი, სერგეი კორტენკო – ეს ის მესაზღვრეები არიან, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გიგა ოთხოზორიას ოჯახი ითხოვს.ნინო მატკავა არ ეთანხმება ქართული მხარის მიერ დადგენილი მკვლელობის მოტივსაც. საქმის მასალების მიხედვით, გიგა ოთხოზორია სურსათის გადატანისთვის მოთხოვნილი თანხის გამო დაწყებული კამათისას მოკლეს.
ამ დროისთვის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე საერთაშორისო ძებნა მხოლოდ რაშიდ კანჯი ოღლიზეა გამოცხადებული. შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მოთხოვნაზე, მოხდეს საქმის ხელახალი გამოძიება და მკვლელობის საქმეზე ძებნა გამოცხადდეს დანარჩენ 4 პირზე, კომენტარს არ აკეთებს.

სიახლეები

ცოტაც! ოლიგარქია უნდა დაემხოს! – ნიკა გვარამია

- გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენი ერთიანი და განუხრელი პოზიცია, უარი გვეთქვა არალეგიტიმური პარლამენტისთვის, ამან წააქცია...

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...