მთავარისიახლეებისამართალიშსს-მ ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შსს-მ ზუგდიდში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

Published on

ზუგდიდში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. როგორც “ოდიშინიუსისთვის” გახდა ცნობილი, თავდამსხმელებმა 1000 ლარამდე თანხა წაიღეს. ბოროტმოქმედები მიიმალნენ, მანქანა კი, რომლითაც გამტაცებლები გადაადგილდებოდნენ, სამართალდამცავებმა დღეს დილით სოფელ ნარაზენში, უჩაშონას უბანში იპოვეს.  შემთხვევა გუშინ მოხდა. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია, როგორ და რა ვითარებაში მოხდა თავდასხმა და ასევე ისიც, თუ რამდენი ადამიანი იყო თავდამსხმელი და რა ტიპის იარაღით იყვნენ ისინი. ამ დრომდე დამნაშავეები არ დაუკავებიათ.

შსს ს ინფორმაციით, ზუგდიდში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...

ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი ალექსეი პიმანოვი მოკვდა

ალექსეი პიმანოვი მოკვდა - რუსპროპაგანდის ერთ-ერთი „Звезда“ და ტელეკომპანია „Звезда“-ს გენერალური დირექტორი: ადამიანი, რომელმაც...

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...