მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსის 57 შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდში კორონავირუსის 57 შემთხვევა დაფიქსირდა

Published on

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში სამეგრელოს მასშტაბით 358  ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მათგან კორონავირუსის 69 შემთხვევა გამოვლინდა.  აქედან  57 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 7 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 31  კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.

4  შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში,  3 შემთხვევა  სენაკში,  1 შემთხვევა  ხობში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში. ასევე 1 შემთხვევა დაფიქსირდა  ჩხოროწყუში, 1 შემთხვევა დაფიქსირდა აბაშაში და 1 შემთხვევა დაფიქსირდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.

მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 120 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 11 პირი მათ შორის 10 რუხის კლინიკიდან და 1 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (5 ზუგდიდი, 3 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდან, 1 თბილისის მაცხოვრებელი).

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 177 ადამიანი.

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...