მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზმა გიორგი მამალაძემ ზიარების მიღება ითხოვა- სასულიერო პირები საპატრიარქოს ნებართვას ელოდებიან

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ზიარების მიღება ითხოვა- სასულიერო პირები საპატრიარქოს ნებართვას ელოდებიან

Published on

”როგორც დამავალებენ საპატრიარქოდან, ისე მოვიქცევი და გავაკეთებ. თუ მეტყვიან, შედი და აზიარე, შევალ და ვაზიარებ. ლოცვა-კურთხევის გარეშე, ჩემით როგორ ვიმოქმედებ?! მამა გიორგი ორ მღვდელს გვიცნობს თბილისში – მე და მამა რევაზს. ის მსახურობდა აჭარის ეპარქიაში და ასეთი რამ ითხოვა: ან იქიდან თუ გამოგზავნის ვინმეს მეუფე და მაზაიარებს ან თბილისში ვიცნობ მხოლოდ ორ მღვდელს, მამა კახაბერს, როგორც საპატრიარქოს თანამშრომელს და მამა რევაზს. ამ კუთხით ითხოვა ჩვენი შესვლა, რომ მასთან გვაკავშირებს ნაცნობობა”, – განაცხადა მამა კახაბერ გოგოტიშვილმა. მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოთხოვნას საპატრიარქოს მამა გიორგი თევდორაშვილი გააცნობს, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, შევა თუ არა დასახელებული ორი სასულიერო პირიდან რომელიმე მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად ციხეში.თავის მხრივ, დეკანოზის ზიარებისთვის მზადაა მამა რევაზი სიხარულიძე, თუმცა ისიც საპატრიარქოდან კურთხევას ელოდება. „მე არ ვიცოდი ამის შესახებ. პირველად გავიგე თქვენგან. მე მისი მოძღვარი არ ვარ. ვერ გეტყვით, რატომ დამასახელა. ამ საკითხზე ჯერ სხვა არავინ დამკავშირვებია და თუ მეტყვიან საპატრიარქოდან, რა თქმა უნდა, მივალ და ვაზიარებ. როდესაც საპატრიარქო საბოლოო შედეგს ელოდება, ჩემი ინიციატივით ნამდვილად ვერ მივალ საზიარებლად. თუ მაკურთხებენ, დიდი სიამოვნებით ვაზიარებ“, – განაცხადა მამა რევაზმა.ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულმა დეკანოზ გიორგი თევდორაშვილთან შეხვედრისას, ზიარების მიღება მოითხოვა და სასულიერო პირებს შორის, ვისაც შეუძლია, ე.წ. მატროსოვის ციხეში შესვლა და მისი ზიარება, სწორედ მამა კახაბერი და მამა რევაზი დაასახელა.

სიახლეები

გიორგი კირთაძე ერთიანი დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტის შექმნას ითხოვს

ასობითი ნაწამები ადამიანი, ასობით ნაცემი ადამიანი, ათობით დაკავებული სინდისის პატიმრები, მზია ამაღლოველი. ამის ფონზე...

ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ. ბრალის წარდგენა 17:00 საათზე...

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...