მთავარისიახლეებიპოლიტიკათავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა -აცხადებს "მთავარის" წყარო

თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა -აცხადებს “მთავარის” წყარო

Published on

“მთავარი არხის” ინფორმაციით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომელმაც გუშინ ზუგდიდის ბანკში 43 ადამიანი დაატყვევა და 7 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ნახევარი მილიონი დოლარიც მიიღო, ქვეყანა უკვე დატოვა. “მთავარის” წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია კოდორიდან დატოვა, მანამდე კი გაიარა წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, ლებარდეს ტყე.

პროფესიონალი სამხედროები და ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში თავდაცვის უწყებაში მუშაობდნენ და კარგად იციან სფეროს სპეციფიკა, დღეს უკვე თავდამსხმელის თითოეულ მოქმედებას პროფესიული თვალით აფასებენ. სამხედროები ამბობენ, რომ შეიარაღებული პირი საკმაოდ კარგად იყო მომზადებული იყო და იცოდა ის, რასაც აკეთებდა. 

თადარიგის პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი ამბობს, რომ თავდამსხმელი სავარაუდოდ ძალოვანი სტრუქტურის ყოფილი, ან მოქმედი წარმომადგენელია:ის იყო სრულიად დარწმუნებული თავის თავში, მოქმედებდა დარწმუნებულად, შეარჩია დრო, გათვალა რომ მას ფული მოუტანეს ისეთ დროს როცა იყო შებინდებული, დღის შუქზე მას გადაადგილება არ მოუწია. მას ჰქონდა გადაადგილება გათვლილი ბანკის შენობის შიგნითაც, ის არასდროს არ ტოვებდა იარაღს თავისუფალ მდგომარეობაში, თუნდაც ხელყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში გეჭიროს ხელში რამდენიმე საათის განმავლობაში, ამას სჭირდება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მომზადება. მას ის ლოკაციაც და ადგილიც სადაც უნდა მისულიყო გავლილი ჰქონდა და არა ერთხელ, მან იცოდა ეს მარშრუტი და წაიღო იმ რაოდენობით თანხა, რა რაოდენობისაც თანხასაც მოახერხებდა თავისუფლად ეზიდა ამ რთულ მარშრუტზე, შეიძლება მას ყავდა დამხმარე ჯგუფი, რომლებიც შესაძლებელია ბანკის შენობაში იყვნენ და შესაძლებელია იმ მარშრუტს ელოდნენ, რა მარშრუტზეც მას უნდა გადაეტანა ფული – ამბობს მაყიშვილი “მთავართან”

,,მისი იარაღის ჭერის მანერა, ვინც დააკვირდა როგორ ეკავა მას იარაღი ხელში, ზუსტად ისე იკავებენ ხელში, სპეცოპერაციებზე. ამ პიროვნებას, რაც კი გამოჩნდა ეკრანზე, ეტყობოდა, რომ ეს არის კარგად მომზადებული, სამხედრო გავლილი აქვს კონტრტერორისტული სწავლება. ნებისმიერი პროფესიონალი, ვინც შეხედავს მიხვდებოდა ჩაცმის მანერიდან გამომდინარე, თუნდაც თასმები როგორ ჰქონდა შეკრული, ვინც მიაქცევდა ამას ყურადღებას მიხვდებოდა, რომ ეს არა არის დილეტანტი” – ამბობს ყოფილი სამხედრო დავით ნემსაძე

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეიარაღებული თავდამსხმელი საქართველოს დატოვებას აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით გეგმავდა, მალევე გავრცელდა. ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი გამოეხმაურა და თქვა, რომ”აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთთან ერთად, მიიღებდა ყველა საჭირო ზომას, რომ კრიმინალი არ შსულიყო აფხაზეთის ტერიტორიაზე” 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...