მთავარისიახლეებიპოლიტიკა„მიგულეთ თქვენ პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში"- პრეზიდენტი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს

„მიგულეთ თქვენ პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში”- პრეზიდენტი საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მიმართვით წარსდგა. ის მოკლედ შეეხო განათლების საკითხს და თქვა, რომ მისი სარეზერვო ფონდიდან საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებას წელსაც განაგრძობს.„გასულ წელს მე მხარი დავუჭირე პრემიერის ოთხ ინიციატივას, მათ შორის განათლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმირების იდეას და 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე. წლების განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან ჩვენ ათეულობით საგანმანათლებლო პროექტი დავაფინანსეთ და წელსაც გავარგძელებთ ამ მიმართულებით პროექტების დაფინანსებას.„მიგულეთ თქვენ პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში, რადგანაც ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა სწორედაც განათლებასთან არის დაკავშირებული. განათლება დაცულობის გარანტიაა. ჩვენ ცოდნა გვიცავს, გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან და მანიპულაციისგან. განათლება თავისუფლების წინაპირობაა. განათლებული და მოაწროვნე ადამიანი იაზრებს თავის არჩევანს და იცავს თავის უფლებებს. განათლებულ ადამიანს ვერც პროპაგანდა დააბნევს და ვერც ხელოვნური საფრთხობელა დააშინებს. განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიცვა საკუთარი თავი და ქვეყნის თავისუფლება, როცა იაზრებ ღირებულებებს როგორც მოქალაქე, როგორც შენი ერის შვილი, შენი ერის მეხსიერების მატარებელი. როდესაც იცი ვინ იყავი, ფიქრობ იმაზე ვინ იქნები ხვალ და შესაბამისად როგორ უნდა მოიქცე დღეს იმისთვის, რომ არ უღალატო საკუთარ დანიშნულებას –  იყო ნამდვილად თავისუფალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...