მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქვეყანაში უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება"- რომან გოცირიძე

“ქვეყანაში უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება”- რომან გოცირიძე

Published on

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი მმართველი ხელისუფლება იმითაც კი არის უკმაყოფილო, რომ პრეზიდენტმა არგუმენტირებული, ზომიერი ფორმით გამოთქვა შენიშვნები ქვეყანაში დღეს არსებული პრობლემების შესახებ. „ესეც კი მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი უმავლესობისთვის. დღეს ამ დარბაზში ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ საქართველოში ხდება ფაქტობრივად, კონსტიტუციური გადატრიალება. თქვენ არ მოგწონთ, რომ პრეზიდენტი იყენებს ვეტოს უფლებას. თურმე რა ჩაუდენია პრეზიდენტის, რომ 6-ჯერ გამოუყენებია თავისი კონსტიტუციური უფლება და თქვენ ანტისახელმწიფოებრივი ქმედება უწოდეთ პრეზიდენტის მიერ საკუთარი უფლებების გამოყენებას. ქვეყანაში კონსტიტუციის ჭრა-კერვა და მორგება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური ქმედების მთავარი მიზანი. ებრძვით პრეზიდენტის ინსტიტუტს. თქვენ გინდათ, რომ შეცვალოთ კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი საკუთარ ტყავზე მოირგოთ“, – განაცხადა გოცირიძემ.მისივე თქმით, ფაქტობრივად, ქვეყანაში უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება. „ქალბატონი ნინო გევენტაძე იჯდა აქ პირველ რიგში. ქალბატონო ნინო, კონსტიტუციით თქვენ გერგებათ, რომ იჯდეთ იმ პირველ სკამზე, მაგრამ მორალურად თქვენ არ უნდა იყოს ამ დარბაზში“, – განაცხადა გოცირიძემ და ამ კონტექსტში უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლის მიერ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაასახელა.მისივე თქმით, ასევე უზურპირებულია ხელისუფლების სხვა დანარჩენი შტოები. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ე.წ. მოსმენების კანონს უჭერდეს მხარს. „მოსმენების კანონი“ იმიტომ კი არ გინდათ, რომ ქვეყნის ინტერესები დაიცვათ, არამედ იმიტომ გინდათ, რომ დაიცვათ საკუთარი ინტერესები პოლიტიკური, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების, თითოეული გავლენიანი პირის მოსმენით თქვენ შეიჭრათ მათ ცხოვრებაში და ეს სისტემა გამოიყენოთ საარჩევნოდ და ხელისუფლების შესანარჩუნებლად“, – მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. რომან გოცირძემ იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. მოსმენების კანონთან მიმართებაში საკონსტიტუციო სასამართლო ბოლო პერიოდში მომხდარი უარყოფითი ცვლილებების მიუხედავად, დაიჭერს პრინციპულ პოზიციას.მისივე თქმით, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის არაკონსტიტუციურმა ქმედებებმა, რომელმაც შუაში გახლიჩა ეროვნული ბანკი, გამოიწვია ლარის შემდგომი გაუფასურება, ქვეყნის ეკონომიკის უკუსვლა.გოცირიძის განმარტებით, IRI-ის ბოლო კვლევაში ეროვნული ბანკი ნდობის რეიტინგში ბოლოს წინა ადგილასაა – 70% არ ენდობა ეროვნულ ბანკს.„10 წლის წინ ეროვნული ბანკი იყო მესამე ადგილას. აი, ეს გააკეთეთ თქვენი ზედამხედველობის კანონის მიღებით და მერე უარყოფით. ამიტომ ყველა თქვენი ქმედება ადამიანების პირად ბედზე მოქმედებს და მათ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე. ჩვენ დავიცავთ კონსტიტუციას და არ მოგცემთ უფლებას ხელისუფლების უზურპაციის და ქვეყანაში დანერგოთ ავტორიტარული რეჟიმი“, – განაცხადა გოცირიძემ. 
 

სიახლეები

პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ბერლინში კონსულტაციების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის...

ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

საბოტაჟის, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ...

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დავაკავეთ კაცი, რომელმაც შშმ პირი გააუპატიურა და მოწყალებას აიძულებდა – შსს

შშმ პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში...