ნიკა მელიამ მთავრობის წევრები პრეზიდენტთან დებატებზე არდასწრების გამო გააკრიტიკა

0
411
ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოვიდა. ის მთავრობის წევრებს დებატებზე არდასწრების გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს ნათლად გამოხატავს მათ დამოკიდებულებას პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.„ჩვენ არ გვყავს მთავრობა და ესეც ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთპიროვნული, ოლიგარქიული მმართველობა,“ – აცხადებს ნიკა მელია.მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა კონსტიტუციას „ფეხქვეშ თელავს“ და ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის სურვილიდან გამომდინარე ხდება. ნიკა მელია საზოგადოების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ საზოგადოებას არ სურს, რომ პოლიცია მიუღებელი მეთოდებით ებრძოდეს.„თქვენი რაოდენობა არ ასახავს იმ ადამიანების განწყობას, აბსოლუტურად აცდენილები ხართ და ძალიან თხელ ყინულზე დადიხართ. მოულოდნელად შეიძლება ეს ყინული ჩაგიტყდეთ,“ – განაცხადა ნიკა მელიამ. შეგახსენებთ, რომ მთავრობის წევრების განცხადებით, ისინი პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატებს არ დაესწრებიან. 
წინა სტატია“თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით”- სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა
შემდეგი სტატია“ქვეყანაში უზურპირებულია სასამართლო ხელისუფლება”- რომან გოცირიძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური