მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით"- სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტი...

“თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით”- სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა

Published on

"თქვენ ვერ შეიგნეთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი უნდა ყოფილიყავით"- ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას გააკეთა. დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტი მკაცრად გააკრიტიკა. "პრეზიდენტის სიმბოლო ქვეყანაში, რომელსაც გააჩნია ათასწლოვანი მონარქიის ტრადიცია, უძველეს ევროპაში, ალბათ გულთანაც ახლოს არის ბევრთათვის და შესაძლოა მომავლის ნიშანიც კი, სამწუხაროდ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ ამ სიმბოლოს ან არ, თუ ვერ გაუფრთხილდით ისე, როგორც სასურველი იქნებოდა. სამწუხაროდ, საგარეო წარმომადგენლობა მსოფლიო მოედანზე გადააქციეთ სამარცხვინო შეჯიბრად და ქიშპობის საგნად, გაერთიანების და მიუკერძოებლობის სიმბოლოს მაგივრად ნელ-ნელა იქეცით საზოგადოების ერთი ნაწილის პოზიციების გამხმოვანებლად, დღესაც ალბათ ვნახავთ თქვენსა და ერთი ფლანგის პოზიციას შორის დიდი მსგავსებას, სახელმწიფო მოღვაწეობიდან პოლიტიკურ არენაში გადახვედით, თქვენ როცა შეირგეთ ამ ადგილზე დანიშვნა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეთ პრეზიდენტის არჩევითობის პრინციპი, ვიდრე უპატრონო მოქალეების მიმართ, მორალური ავტორიტეტით, როდესაც ვეტოთი ვხმალაობთ, იმის მაგივრად რომ ეს ბერკეტი უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენოთ, ამის მაგივრად, რომ მიგეჩვიათ საზოგადოება ჩვეულებრივი აზრთა სხვაობას, ჯანმრთელ დისკუსიას, ამის მაგივრად დაპირისპირების და დაძაბვის მაგალითს აძლევს, ამით თქვენი გამაერთიანებელ როლს აკნინებთ,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...