მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში დღეს ჩანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება ქალაქში სპეცოპერაციისა და ტერორისტის ბანკში შეჭრის...

ზუგდიდში დღეს ჩანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება ქალაქში სპეცოპერაციისა და ტერორისტის ბანკში შეჭრის გამო გადაიდო [Video]

Published on

ზუგდიდში დღეს ჩანიშნული გაერთიანებული ოპოზიციის შეკრება ქალაქში სპეცოპერაციისა და ტერორისტის ბანკში შეჭრის გამო  გადაიდო. – ინფორმაციას ამის შესახებ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ავრცელებს

ზუგდიდში დაგეგმილი იყო ფართომასშტაბიანი, მრავალათასიანი კამპანიური შეხვედრა ზუსტად იმ ადგილას, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბუნებრივია მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ჩავატაროთ ჩვენ აღნიშნული აქცია, მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უკვე არის მობილიზებული მიმდებარე ტერიტორიასთან. ჩვენ ვაუქმებთ დღევანდელ შეკრებას და მშვიდობიან საათებს, წუთებს ვუსურვებთ, განსაკუთრებით ზუგდიდელებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა მძევალს, ყველა მძევალის ოჯახის წევრს. – ამბობს ნიკა მელია.

ზუგდიდში დღეს გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარობის კანდიდატის მალხაზ ჯალაღონიას წარდგენას აპირებდა, შეხვედრა ქალაქის ცენტრში უნდა გამართულიყო. 

სიახლეები

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...

ევროკავშირმა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაასანქცირა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური...