მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილის გუნდმა ეს პერიოდი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა,თავის ქებისთვის,...

ივანიშვილის გუნდმა ეს პერიოდი, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა,თავის ქებისთვის, თვითტკბობისა და დამუნათებისთვის” გამოიყენა – გიგა ბოკერია

Published on

, გიგა ბოკერია ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული კორონავირუსის მართვის სტრატეგიის – დაუყოვნებლივ გადასადგმელი ნაბიჯების გეგმის  წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყნის ჩაკეტვის პერიოდი ქართულ ოცნებას კორონავირუსთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად უნდა გამოეყენებინა – იმ დროისთვის, როცა ეკონომიკა გაიხსნებოდა და ინფიცირების შემთხვევები მოიმატებდა. თუმცა, მისი თქმით, ივანიშვილის გუნდმა ეს პერიოდი “თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისა და დამუნათებისთვის” გამოიყენა.

“დღეს, როდესაც საქართველოში დრამატულად იმატა ინფიცირებულთა რიცხვმა და ჩვენ ზრდის ტემპით გავუსწარით ევროპული ქვეყნების მნიშვნელოვან ნაწილს, ვხედავთ, რომ ივანიშვილის გუნდს ჩაკეტვის თვეების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მომზადებულიყო ამ ვითარებისთვის. ახლა საუბრობენ, რომ საველე ჰოსპიტალები შეიძლება, დაგვჭირდეს. ახლა “აღმოაჩინეს”, რომ ზრდის დროს ცხელი ხაზი შეიძლება, გადაიტვირთოს და ადამიანები ელემენტარულ რჩევებს ვერ იძლევიან. ახლა იწყებენ ამ ყველაფერზე საუბარს. 

მთელი ეს ჩაკეტვის თვეები, როცა უნდა მომზადებულიყვნენ, გამოიყენეს თავისი თავის ქებისთვის, თვითტკბობისთვის, დამუნათებისთვის, ჟურნალისტებით დაწყებული, პოლიტიკური ოპონენტებითა თუ ექსპერტებით გაგრძელებული, ვინც კითხვებს სვამდა, რაც ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში. ეს არის კიდევ ერთი ტრაგიკული მაგალითი, როგორ არ უნდა იქცეოდეს მთავრობა ასეთი კრიზისის დროს. ამ სერიოზული გამოწვევის ამათ ხელში დატოვება იქნება კატასტროფის ტოლფასი მთელი ქვეყნისთვის”. – თქვა ბოკერიამ. 

გიგა ბოკერიას თქმით, ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადასახადები არ დაწია, რისკენაც მათ ევროპული საქართველო მოუწოდებდა, პოლიტიკური დანაშაულის ტოლფასია.

“ჩვენ ასევე გვქონდა მწვავე კრიტიკა ჯანდაცვასთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით იმ ნაბიჯების მიმართ, რაც გადადგა ივანიშვილის გუნდმა. ჩვენ ვთვლიდით, რომ მათ დისპროპორციულად, დრაკონულად დახურეს ქვეყანა. უზარმაზარი და არასაჭირო, დამატებითი უმძიმესი ზიანი მიაყენეს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს. ათობით ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა დამატებით ამ პერიოდში. ასობით ათას ოჯახს დაუმძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა”. – ამბობს ბოკერია. 

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...