მთავარისიახლეებისაზოგადოებაბატონის კაცი ავად გამხდარა?

ბატონის კაცი ავად გამხდარა?

Published on

“ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ზე წერს რომ ნინო წილოსანთან კონტაქტის გამო, იზოლაციაშია, ასევე წერს სად და როდის არის გადაღებული ვიდეო, რომელშიც ის და ირაკლი აბესაძე ერთად მღერიან:

რამდენიმე კითხვაზე მომიწია პასუხის გაცემა:

1. მაქვს თუ არა “კოვიდი” დადასტურებული?

არა. მე და ნინო წილოსანი (რომელსაც გუშინ დაუდასტურდა ვირუსი), სამი დღის წინ, 15-20 წუთით შევხვდით ერთმანეთს ჩვენ საერთო მეგობართან, რის გამოც გადავედი თვითიზოლაციაში და სახლიდან ვაგრძელებ მუშაობას, – არანაკლები ინტენსივობით, როგორც აღმოჩნდა

ვიყავით თუ არა სუფრაზე ბოლო პერიოდში რომელიმე ოპოზიციონერ დეპუტატთან ერთად?

არა, თუმცა დაახლოებით ორი წლის წინ, “ვესტმინსტერი” მიწვევით, ვიზიტით ვიყავით ლონდონში, სადაც ერთ-ერთ საღამოს ამ ორგანიზაციის წარმომადგენელმა პაბში, არაფორმალურ გარემოში, ვახშამზე დაგვპატიჟა, სადაც “ქართული ოცნების” ხუთ თუ ექვს წარმომადგენელთან ერთად დაპატიჟა ირაკლი აბესაძე, რომელიც ასევე იყო დელეგაციის წევრი.სწორედ იქ არის გადაღებული ის “სუპერსკანდალური” ვიდეო, რომელიც, “პატრიოტთა ალიანსმა”, არც მეტი და არც ნაკლები, თავის სარეკლამო კლიპში გამოიყენა.მე კი ძალიან მიხარია, რომ ქართულ სიმღერაზე მეტი “კომპრომატი” ოთხი წლის განმავლობაში ვერავინ აღმომიჩინა, მაგრამ ამაზე მეტი სიბნელე და ფსკერი მართლა ვერ წარმომიდგენია -წერს მამუკა მდინარაძე

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. მან ინფორმაცია თავად გაავრცელა.

 

სიახლეები

სემეკმა “თელასი” და “ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი გამორთვის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია...

4 აგვისტომდე საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იქნება-გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს - სინოპტიკოსების თქმით, 4 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი...

ოცნებამ 6 თვეში 6 573 370 ლარის შემოწირულობა მიიღო-TI

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ 6.6 მლნ ლარის...

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს და წერს, რომ სიცხეში ადამიანები ხშირად ინახავენ წყალს მაცივარში,...