მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერ მინისტრი საქართველოს მთავრობის 4-5 სამინისტრომდე დაყვანას გეგმავს თუ ,,ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი''...

პრემიერ მინისტრი საქართველოს მთავრობის 4-5 სამინისტრომდე დაყვანას გეგმავს თუ ,,ორთაჭალის სამთავრობო ქალაქი” უბრალოდ მორიგი ტყუილია?

Published on

პრემიერ მინისტრი საქართველოს მთავრობის 4-5 სამინისტრომდე დაყვანას გეგმავს? თუ ასე არ არის, რას გულისხმობდა, როცა გასულ თვეს, მთავრობის სხდომაზე ორთაჭალაში, სადაც სპეციალისტების აზრით 4-5 სამინისტრო თუ განთავსდება, სამთავრობო ქალაქის აშენება დააანონსა?  
 
როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის  „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თანახელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს,  ორთაჭალაში ე.წ. სამთავრობო ქალაქისთვის მონიშნული   ტერიტორია 4 ჰექტარს მხოლოდ ოდნავ აღემატება  და იგ ვერაფერი განთავსდება 4-5 სამინისტროს გარდა, ამრიგად საუბარია არა ყველა, არამედ სამინისტროების ნაწილის გადატანაზე. 
ღნიშნა,
 
„როგორც ჩვენთვის ცნობილია, საუბარია 4-5 სამინისტროზე, რომლის განთავსება იქ შესაძლებელია, თუმცა ვინც განაშენიანების რეგულირების გეგმას დაამუშავებს, მათთვის გვექნება გარკვეული შეზღუდვები და მოთხოვნები, რაც საპროექტო დავალებაში აისახება. ერთი არის განაშენიანების ინტენსივობის დაცვა. მეორე არის ის, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოდის დუქნისხევის შენაკადი, რომელიც როგორც ხეობა, ლანდშაფტური სივრცით უნდა განვითარდეს და თვითონ ამ განაშენიანებისთვისაც ძალიან დიდი პლუსი იქნება, თუ იქ ამ ხეობასთან ერთად სარეკრეაციო არეალი დაიგეგმება. ჩვენს მოთხოვნებს შესაბამის დავალებაში ავსახავთ და იმ საპროექტო ჯგუფს გადავცემთ, რომელიც ამაზე იმუშავებს“, – განაცხადა ბოლქვაძემ.
 
რაც შეეხება თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას, მერაბ ბოლქვაძის თქმით, გეგმაზე მუშაობა მაისში დასრულდება, შემდეგ თბილისის მერია 
საჯარო განხილვებს, გამოფენებს, შეხვედრებს გამართავს. 
 

სიახლეები

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, არქიმანდრიტ ილია თოლორაის მღვდელმსახურება აეკრძალა, "ვიდრე არ...

ბოკუჩავა-ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, საქართველოს EU-ში მომავალი არ აქვს

გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მძიმე ანგარიში გამოქვეყნდა. ასევე, იყო მარტა კოსისა და...

როგორ ვუმკურნალოთ მუნს-NCDC-ის რეკომენდაცია

მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია - განცხადება...

დაკავებულია დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე

დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად...