მთავარისიახლეებისაზოგადოებაკახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

Published on

ყველასათვის უსაყვარლესი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს. „გადავამოწმეთ ინფორმაცია და გარვცელებული ცნობა კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება“ – განაცხადეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ მსახიობ კახი კავსაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელდა. აღნიშნულ ფაქტს ფეისბუქზე საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო. კახი კავსაძის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლეგენდარული ქართველი მსახიობი ჯანმრთელადაა და "სიკვდილს ჯერ არ აპირებს"

სიახლეები

კაია კალასი – ქართველ ხალხს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ჩვენს კავშირში არ არის მათი ადგილი, ვინც რეპრესიებს წარმოადგენს

თუ მთავრობა თავს ესხმის საკუთარ ხალხს, აჩუმებს ჟურნალისტებს და ზღუდავს თავისუფლებას, ამას შედეგები მოჰყვება,...

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა

ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის...

აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია

6 მარტს აზერბაიჯანმა ირანიდან თავისი დიპლომატები გაიწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ...

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 წელი მიუსაჯა მასწავლებელს,რომელმაც მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის...