მთავარისიახლეებიპოლიტიკარას და ვის ადანაშაულებს გიორგი გახარია პანიკის თესვაში - მედიას,...

რას და ვის ადანაშაულებს გიორგი გახარია პანიკის თესვაში – მედიას, ოპოზიციას თუ ყველას და ყველაფერს ერთად საკუთარი უნიათობის გარდა?

Published on

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე, როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარა მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დათესვა, რაც მიუღებელია. პანიკის დათესვა ახლა ყველაზე ცუდია, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან უსაფუძვლო პანიკის- განაცხადა .პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ფაქტობრივად ყოველ კვირაში გვაქვს რეკორდის განახლება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში. პირველი ტალღის დროს ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოქდაუნი“ გამოვაცხადეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა და ქვეყანაში იყო ამის დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაირი ცოდნა მსოფლიოსთან ერთად არ გვქონდა და იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში“, – განაცხადა გახარიამ.

სიახლეები

საქართველოში არ შემოუშვეს პროევროპული აქციებისას დაკავებული ანასტასია ზინოვკინას დედა

საქართველოში არ შემოუშვეს სინდისის პატიმრის, ანასტასია ზინოვკინას დედა, რომელსაც ციხეში მყოფ შვილთან პაემანი ჰქონდა...

სააპელაციოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად მსჯავრდებული ბიზნემსნიც ესწრება. გიორგი ბაჩიაშვილი...

ტრამპმა პუტინს უკრაინასთან შეთანხმებისთვის 10-დღიანი ულტიმატუმი წაუყენა

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასთან ომის დასრულებაზე შეთანხმების მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 50-დღიანი...

სუსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი დააკავა. სუს-ი ლაშა ცანავას თაღლითობას ედავება. ანტიკორუფციული...