მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ,,რა გინდათ ახლა, თვითიზოლაციაში გადავიდე? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს,...

გიორგი გახარია: ,,რა გინდათ ახლა, თვითიზოლაციაში გადავიდე? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?”

Published on

პრემიერმინსტრს გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ასე უასუხა ჟურნალისტებს ნინო წილოსანის კოვიდინფიცირებასთან დაკავშირებით: ქართული ოცნება ყველა საარჩევნო შეხვედრაზე სრულად იცავს უსაფრთხოების ნორმებს. პირადად მას კი, ტესტიც აქვს ჩატარებული, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა

არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას – მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე. 

იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი. 

რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?” – მიმართა გახარიამ ჟურნალისტებს.

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...